ლევან დავითაშვილი USAID-ის მისიის დირექტორს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, მოადგილეებთან ხატია წილოსანთან და სოლომონ პავლიაშვილთან ერთად, USAID-ის მისიის დირექტორს, პიტერ ვებლერს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს” სამინისტროდან აცნობეს.

მათი ცნობით, შეხვედრას USAID/საქართველოს ეკონომიკური ზრდის ოფისის ხელმძღვანელი მარიკა ოლსონი დისტანციურად დაესწრო.

ლევან დავითაშვილმა მადლობა გადაუხდა ამერიკის მთავრობას და USAID-ს ყველასთვის რთულ სიტუაციაში თანადგომისთვის და ქვეყნებს შორის პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„მინისტრმა ამერიკელი ხალხის და მთავრობის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა და აღნიშნა, რომ ახლა განსაკუთრებული ერთობის და კონსოლიდაციის დროა.

შეხვედრაზე მხარეებმა პრიორიტეტებზე დაფუძნებული ეფექტიანი ეკონომიკური სარეაბილიტაციო გეგმის შემუშავების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. საუბარი შეეხო ცირკულარული ეკონომიკის წახალისების, კერძოდ, ნარჩენების მართვის, დაცული ტერიტორიების, სასურსათო უსაფრთხოების და მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდაჭერის მნიშვნელობის საკითხებს.

როგორც პიტერ ვებლერმა განაცხადა, არსებულ ვითარებაში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ქვეყნის სურსათით მომარაგების და მარაგების კონტროლის თვალსაზრისით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა აკისრია, რასაც ეფექტიანად უმკლავდება. პიტერ ვებლერმა მინისტრს მხარდაჭერა აღუთქვა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს