ლევან დავითაშვილი - სურსათის სააგენტოს თანამშრომლებს აქვთ დავალება, რომ აგრარულ ბაზრებში პირობების დაცვა გააკონტროლონ

სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს აქვთ დავალება, რომ მათ გააკონტროლონ აგრარულ ბაზრებში პირობების დაცვა. შესაძლოა, ზოგმა ბაზარმა იმუშაოს და ზოგმა ვერ იმუშავოს. მნიშვნელოვანია, რომ ბაზრის ადმინისტრაციამ გაითვალისწინოს ჩვენს მიერ წარმოდგენილი პირობები, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, ბაზრების დახურვის შესახებ გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ, საკოორდინაციო საბჭოზო მიიღეს.

„დახურვის შესახებ გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მიიღო საკოორდინაციო საბჭომ იმისთვის, რომ მომხდარიყო სრული დეზინფექცია და დაავადების გავრცელება აგვეცილებინა თავიდან. ასევე გაკეთდა დათქმა, რომ კონკრეტულ მუნიციპალიტეტებს ეძლევა გადაწყვეტილების მიღების საშუალება თუ იქ ალტერნატიული სავაჭრო სივრცეები არ არის მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფისთვის. ჩვენ გავაკეთეთ სტანდარტი დაჩქარებულ რეჟიმში, რომ კონკრეტულად იცოდნენ თუ როგორ პირობებში შეუძლიათ აგრარულ ბაზრებს ფუნქციონირება. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია სურსათის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე. სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს აქვთ დავალება, რომ მათ გააკონტროლონ აგრარულ ბაზრებში პირობების დაცვა. შესაძლოა, ზოგმა ბაზარმა იმუშავოს და ზოგმა ბაზარმა ვერ იმუშაოს. მნიშვნელოვანია, რომ ბაზრის ადმინისტრაციამ გაითვალისწინოს ჩვენს მიერ წარმოდგენილი პირობები. თუ ამ პირობებს დავიცავთ, ამ შემთხვევაში რისკებს ვამცირებთ და ჩვენი მიზანი არ არის დახურვა, ჩვენი მიზეზია დაავადების გავრცელების თავიდან აცილება,“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მისივე განცხადებით, აგრარული ბაზრების დახურვასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები არ არის მარტივი ფერმერებისთვის, მაგრამ აუცილებელია.

დავითაშვილის განმარტებით, სამინისტრო ცდილობს, რომ მსხვილ შემსყიდველებსა და ფერმერებს შორის დამყარდეს მჭიდრო კომუნიკაცია.ამასთანავე ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ სამინისტროს თავის მხრივ კომუნიკაცია ჰქონდა მსხვილ შემსყიდველებთან, რათა მათ ადგილზევე შეიძინონ პროდუქტი და რეალიზება თბილისში საბითუმო ცენტრებში მოახდინონ.

„ამ პირობებში, სამინისტრო და მისი ყველა რეგიონული სამსახური მაქსიმალურად არის ჩართული, რომ ფერმერებთან ჰქონდეს მჭიდრო კავშირი. ჩვენ ვცდილობთ რომ დამყარდეს კომუნიკაციას მსხვილ მყიდველებსა და ფერმერებს შორის, მათ შორის, ორგანიზებული ფორმით. წარმოება იცით, რომ ინტენსიურად მიდის დღეს ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში, ადრეული ბოსტნეული კულტურების. სწორედ ამიტომ, ჩვენ კავშირი გვქონდა მსხვილ შემსყიდველებთან, რომ მათ თვითონ ადგილზე მოახდინონ შეძენა და თბილისში, საბითუმო ცენტრებში რეალიზაცია. ამისთვისაც, შეიქმნა ახალი პლატფორმა, მე დავავალე სურსათს ეროვნულ სააგენტოს, მათ მოახდინეს დეტალური ინსპექტირება. ეს ახალი პლატფორმები და ახალი სივრცეები არის შესაბამისი დღევანდელი მოთხოვნების და დავავალე, რომ სიუჟეტიც გაკეთდეს, რათა მაქსიმალურად მივიდეს ეს ინფორმაცია ფერმერებამდე“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა