ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში მზად არის, კორონავირუსით ინფიცირებულებს უმკურნალოს

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში ის თავად მზად არის უმკურნალოს კორონავირუსით ინფიცირებულებს. მისივე თქმით, მან ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრი უკვე საქმის კურსში ჩააყენა.

„თუ რამის გაკეთება შემიძლია, უნდა მითხრათ. მე ველაპარაკე მინისტრს, ვუთხარი თუ საჭიროა ვლადიმერ სტეფანოვიჩ, მე შენთან ერთად წავალ და ხალხს ვუმკურნალებ. მან მითხრა, რომ ჯერ საჭირო არ არის“,-განაცხადა ლუკაშენკომ.

მისივე თქმით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ პრობლემას „წყნარად და ლამაზად“ გაუკლავდეს.

„ყველამ თავის საქმეს უნდა მიხედოს პანიკის გარეშე, წყნარად და ლამაზად. ჩვენ ლამაზად ლამაზად გავიმარჯვოთ, ჩვენ ხალხი ღირსეულად უნდა გადავარჩინოთ. ადამიანმა არ უნდა იფიქროს, რომ ვირუსი აქვს და განწირულია სიკვდილისთვის. ასე არაა“,-აღნიშნა ლუკაშენკომ.

ცნობისთვის, ოფიციალური მონაცემებით, ბელარუსში კორონავირუსი 700 პაციენტს დაუდგინდა. ვირუსს ქვეყანაში 13 ადამიანი ემსხვერპლა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო