ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მთავრობა PCR ტექნოლოგიის 45- წუთიანი ტესტების მწარმოებელ კომპანიასთან ტესტების მოწოდებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მთავრობა კარტრიჯებზე დამყარებული PCR ტექნოლოგიის 45- წუთიანი ტესტების მწარმოებელ კომპანია Cepheid-თან ტესტების მოწოდებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებას აწარმოებს.

როგორც მან „ფეისბუქ ლაივის“ დროს, „ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე პასუხისას განაცხადა, ქვეყანაში უკვე არის 45 გენ ექსპერტის მანქანა და უკვე დატრენინგებული მედიკოსები, ვისაც შეუძლია ამ ტესტების ჩატარება. შესაბამისად, მისივე განმარტებით, ამ ტესტების არსებობის შემთხვევაში გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვნად გაიზრდება.

„ერთ-ერთმა წამყვანმა კომპანიამ Cepheid-მა, რომელთან ერთადაც ვმუშაობთ C ჰეპატიტსა და ტუბერკულიოზზე, სწორედ დაიწყო წარმოება ე.წ. 45 - წუთიანი კარტრიჯებზე დამყარებული PCR ტექნოლოგიის ტესტების, რომელთა მანქანები გვაქვს ქვეყანაში და ვიყენებთ ტუბერკულიოზისა და C ჰეპატიტის დიაგნოსტიკისთვის. რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნება, განაცხადი უკვე გაკეთებული გვაქვს Cepheid-თან. ჩვენი მთავრობა ძალიან კარგად მუშაობს დიპლომატიური არხებით, რომ Cepheid -მა რაც შეიძლება სწრაფად მოგვაწოდოს ტესტები. თუმცა, მოგეხსენებათ, უფრო პრიორიტეტულია დაზიანებული ქვეყნები იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი, გერმანია, მათაც ძალიან უნდათ ეს ტესტები და ზოგადად დეფიციტია მსოფლიო ბაზარზე ამ ტესტების. მაგრამ ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ. შეკვეთილი გვაქვს 10 ათასი, შემდეგ კიდევ 10 ათასი და ვეცდებით მაქსიმალურად ეს მოლაპარაკება ბოლომდე მივიყვანოთ. გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა ძალიან გაიზრდება, 45 გენ ექსპერტის მანქანა გვაქვს ქვეყანაში. უკვე დატრენინგებული ხალხი ვისაც შეუძლია ეს ტესტები ჩაატაროს", - განაცხადა გამყრელიძემ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის