სამშენებლო ობიექტების მონიტორინგი დაიწყო

სამშენებლო ობიექტების მონიტორინგი დაიწყო. ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზის მშენებლობის პროექტზე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელები, შრომის ინსპექტირების დეპარტამენტისა და ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენელთან ერთად იმყოფებოდნენ, სადაც, კორონავირუსული ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათაშორისო საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების პროცესს გაეცნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“, მთავრობის 181-ე დადგენილების შესაბამისად, წინასწარ მოწმდება და მონიტორინგი უტარდება სამშენებლო ობიექტებს იმის დასადგენად, თუ რამდენად არის ადგილებზე დაცული კორონავირუსის პრევენციისთვის აუცილებელი რეკომენდაციები.

„საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაციები სრულად არიან ინფორმირებულები, თუ რა სახის ღონისძიებები უნდა გატარდეს კორონავირუსის პრევენციის მიზნით სამუშაო ობიექტებზე. კომპანიებს უკვე დაწყებული აქვთ მუშაობა ამ მიმართულებით. ტარდება შესაბამისი ტრენინგები. უახლოეს მომავალში ყველა ის კომპანია, რომელიც სრულად გაითვალისწინებს საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს სამუშაოებს ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს