მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებულ 7 პაციენტს პნევმონია აქვს

რამდენიმე დღის განმავლობაში, ჩვენ შეგვემატა საკმაოდ ბევრი პაციენტი და მათი მდგომარეობა მეტ-ნაკლებად დინამიკაში გაუარესდა, ანუ, თანდათანობით გამოვლინდა პნევმონია , - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტომა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, მძიმე პნევმონიით ინფექციურ კლინიკაში 2 პაციენტი ჰყავდათ და ამ ეტაპზე კიდევ 5 შეემატათ.

„ ამ პაციენტებთანაც გამოვლინდა პნევმონია, ეს პნევმონია ჯერჯერობით პროგერესირებს და ვნახოთ, თუ დაწყებული მკურნალობის ფონზე პროგრესირება არ გაგრძელდება, მაშინ სტაბილიზაციის შემდეგ დაგვეწყება გამოჯანმრთელება“, -განაცხადა ეზუგბაიამ.

მან პრეპარატ „პლაქველინის“ შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში არსებული მარაგი ჯერჯერობით საკმარისია. ეზუგბაია ვარაუდობს, რომ მარაგი მოგვიანებით კიდევ შეივსება.

„ჩვენ პირველებმა დავიწყეთ ამ პრეპარატის გამოყენება, ამ პრეპარატის გამოყენებას წინ უძღოდა ტელეხიდი ჩინელებთან. მათთან გასაუბრებისას გამოვლინდა, რომ „პლაქველინით“ მკურნალობის შედეგები ყველაზე კარგი იყო დანარჩენ მედიმენტებთან მიმართებით, ამიტომ ჩვენმა ხელმძღვანელმაც გადაწყვიტა, რომ თავიდანვე გამოგვეყენებინა „პლაქველინი“ და პირველივე პაციენტებიდანვე ჩვენ „პლაქველინს“ ვხმარობთ. შედეგებზე ლაპარაკი ამ ეტაპზე ძალიან ძნელია“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოს ჯამში 37 გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს. მათგან ორი დღეს დაემატა.

როგორც ეზუგბაიამ განაცხადა, დილის შემდეგ მონაცემები არ შეცვლილა და ქვეყანაში კვლავ 208 დადასტურებული შემთხვევაა.

მისივე ინფორმაციით, კლინიკაში დღეს 7 პაციენტის პასუხს ელოდებიან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა