"ლიბერთი ბანკის" მმართველ გუნდში ცვლილებებია

დღეს, "ლიბერთი ბანკის" მმართველ გუნდს, გენერალური დირექტორის მოადგილის, ფინანსური დირექტორის პოზიციაზე, დავით წიკლაური შეუერთდა.

დღემდე, ამ პოზიციას ლევან ლეკიშვილი იკავებდა. დავით წიკლაურს საბანკო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს საზღვრებს გარეთ. მას არაერთი პოზიცია ეკავა ქვეყნის წამყვან ბანკებში "თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილის, კორპორაციული საბანკო საქმიანობის მიმართულებით და "საქართველოს ბანკის" ჯგუფის ფინანსური დირექტორის პოზიციების ჩათვლით. 2020 წლის მარტამდე დავით წიკლაური საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრის პოზიციას იკავებდა. დავით წიკლაური ფლობს MBA-ს ხარისხს London Business School-იდან (ლონდონი, დიდი ბრიტანეთი).

"მინდა მივესალმო დავითის ბანკის მენეჯმენტის გუნდთან შემოერთებას. დარწმუნებული ვარ, რომ მისი გამოცდილება საბანკო სფეროში როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი მზარდი ბანკის ტრანსფორმაციის პროცესში, განსაკუთრებით ამ გამოწვევებით სავსე პერიოდში. ლიბერთის ოჯახის ახალ წევრს ვუსურვებ წარმატებას. აქვე, მინდა ვისარგებლო შემთხვევით, წარმატება ვუსურვო და დიდი მადლობა გადავუხადო ლევან ლეკიშვილს მისი ფასდაუდებელი წვლილისთვის, რომელიც ბოლო წლებში შეიტანა ბანკის განვითარების პროცესში და ახალ დირექტორს კი, ძლიერ გუნდს და ჯანსაღ ორგანიზაციას გადააბარებს", - განაცხადა "ლიბერთის" გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა.

"ლიბერთი ბანკი", ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია. ბანკის აქტივები 2 მლრდ ლარს შეადგენს, დასაქმებულია 4 700-ზე მეტი თანამშრომელი, მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 550 ბანკომატით და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ მომხმარებელს.

დამატებითი ინფორმაციისთვის: www.libertybank.ge; მედია კონტაქტი: pr@lb.ge.

(R)

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს