„გაგუას კლინიკამ“ რესპუბლიკურ საავადმყოფოს 10 ელექტროფუნქციური საწოლი საჩუქრად გადასცა

„გაგუას კლინიკამ“ რესპუბლიკურ საავადმყოფოს საჩუქრად გადასცა სამედიცინო დანიშნულების ათი ელექტროფუნქციური საწოლი. ამის შესახებ აღნიშნულია “გაგუას კლინიკის” ფეისბუქგვერდზე.

„ქვეყნისათვის უმწვავესი გამოწვევის ფონზე, გაგუას კლინიკამ მიიღო გადაწყვეტილება, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდასაჭერად, რესპუბლიკურ საავადმყოფოს საჩუქრად გადასცეს NITROCARE ფირმის 10 ერთეული სამედიცინო დანიშნულების ელექტროფუნქციური საწოლი.

გაგუას კლინიკა გამოხატავს თანადგომას სამედიცინო პერსონალისა და საზოგადოების მიმართ. ეპიდემიის დასამარცხებლად თითოეული ჩვენგანის სოციალური პასუხისმგებლობის გააზრებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება და მასთან ბრძოლა შესაძლებელია მხოლოდ ერთობლივად, საზოგადოების, ბიზნესისა და სახელმწიფოს ძალისხმევით“,- აღნიშნულია კლინიკის განცხადებაში.

(R)

ლადო პაპავა - მოსახლეობა პოზიტიური დღის წესრიგის მოლოდინშია
ქართული პრესის მიმოხილვა 30.05.2020
ამირან სალუქვაძე - მიუღებელი რეალობაა - ხელისუფლებას და ოპოზიციას ერთმანეთი აწყობთ
"სილქნეტი" StopCoV ფონდში კიდევ ერთ მილიონ ლარს გადარიცხავს
სამედიცინო სერვისებზე მნიშვნელოვანი შეღავათების გაცემა დაიწყო
2 წლის შედეგებით Domenebi.ge უმსხვილესი დამოუკიდებელი რეგისტრატორია
ფინკა ბანკი - ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები და საერთაშორისო პარტნიორები ახალი გამოწვევების საპასუხოდ