მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში მძიმე პნევმონია კორონავირუსით ინფიცირებულ შვიდ პაციენტს აღენიშნება

თბილისის ცენტრალური ინფექციიური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კლინიკაში ამჟამად მკურნალობას 33 პაციენტი აგრძელებს, აქედან 7-ს მძიმე პნევმონია აღენიშნება.

„იცით, რომ 37 ჩვენგან განკურნებულია და ამ წუთში 33 პაციენტი გვყავს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია. მინდა გითხრათ, რომ მძიმე პნევმონიით გვყავს 7 პაციენტი, მათგან 2 არის უფრო მძიმე, რომლებთანაც მიუხედავად დაწყებული მკურნალობისა, დაავადება პროგრესირებს, მაგრამ ძალიან აგრესიულად არა და იმედი გვაქვს, რომ მათი მდგომარეობაც დასტაბილურდება და გამოჯანმრთელდებიან. დანარჩენი 5 პაციენტი ჯერჯერობით როგორც მძიმე პნევმონია და მძიმე დაავადების ფორმა, ასე ფასდება," - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, გუშინ ღამე და დღეს 6 ახალ პაციენტს დაუდასტურდა კოვიდინფექცია და აქედან სამი პაციენტი ქუთაისშია, სამი კი თბილისში.

„არც ერთი არ არის შიდა გავრცელება, როგორც ჩემთვის ცნობილია, არის ყველა შემოტანილი შემთხვევა. წყარო არის ცნობილი, ანუ ეს ნიშნავს, რომ ეს არ არის მეორეული, მესამეული ან მეოთხეული გადაცემა.

გამოჯანმრთელებულების რაოდენობა უცვლელია. ჯერჯერობით გრძელდება მონიტორინგი პაციენტებთან მიმართებით.

დღეს განმეორებითი ტესტი, დაახლოებით, 10 პაციენტზე ტარდება. 6 ახალი პაციენტია, რომლებსაც ტესტი პირველად ჩაუტარდებათ, ისეთი ისტორიები აქვთ დადასტურებას თითქოს არ ველით, მაგრამ შესაძლებელია, რომ მაინც დადასტურდეს,“- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

იხილეთ ვიდეო: მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ კლინიკაში ამ ეტაპზე 7 მძიმე პაციენტი მკურნალობს

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა