პაატა იმნაძე - საქართველოში წარმოებული პირბადეების მსგავსი პირბადეებით შავ ჭირზე ვმუშაობდით წლები

მსგავსი პირბადეებით შავ ჭირზე ვმუშაობდით წლები, - ასე ეხმიანება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე „ინტერპრესნიუსთან“ პირბადეებთან დაკავშირებით საზოგადოების ნაწილის მიერ გამოთქმულ კრიტიკას.

პაატა იმნაძე კრიტიკოსებს აშშ-ის CDC-ის რეკომენდაციების წაკითხვას ურჩევს.

„ეგეთი პირბადეებით შავ ჭირზე ვმუშაობდით წლები. ერთჯერადი პირბადეები საერთოდ არ არსებობდა. წაიკითხონ აშშ-ის CDC-ის რეკომენდაციებიც“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

ცნობისთვის, ადგილობრივი წარმოების პირბადეების ქსელურ სააფთიაქო ქსელებში გაყიდვა 8 აპრილს დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, საწყის ეტაპზე, 400 000 ერთეული პირბადე გაიყიდება.

დედაქალაქის შემდეგ, ეტაპობრივად მოხდა აღმოსავლეთ საქართველოსა და იმ მუნიციპალიტეტების მომარაგება, სადაც საგანგებო მდგომარეობის პირობები განსაკუთრებული სიმკაცრით სრულდება.

10 აპრილიდან საქართველოში დამზადებული პირბადეები ოთხ მსხვილ სააფთიაქო ქსელში (ავერსი, პეესპე, ფარმადეპო, ჯიპისი) მთელი საქართველოს მასშტაბით გაიყიდება. საქართველოში დამზადებული მრავალჯერადი გამოყენების პირბადის ფასი 50 თეთრია.

ამირან სალუქვაძე - მიუღებელი რეალობაა - ხელისუფლებას და ოპოზიციას ერთმანეთი აწყობთ
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2020
ნათია თურნავა - ყველა წინაპირობაა, რომ 2021 წელი წარმატებული წელი იყოს
თემურ ჩუბინიძე - ჩვენი მეშახტეები გმირები არიან
უძრავი ქონების პლატფორმა Livo სამშენებლო კომპანიებს უფასო კონსულტაციას გაუწევს
"ავერსი" მომხმარებელს ახალ პროექტს - "სააფთიაქო თაროს" სთავაზობს
„ევრონიუს საქართველო“ საცდელ მაუწყებლობას იწყებს