სტერეო +-მა და დიჯიტალ ტვ-მ კორონავირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ 30 000 ლარი გამოყვეს

სტერეო + და დიჯიტალ ტვ კორონავირუსით გამოწვეული ზარალის შესამცირებლად 20 000 ლარს გამოყოფენ. კომპანიების დამფუძნებელმა დავით ზილფიმიანმა კი, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის შექმნილ ფონდში STOPCOV - 10 000 ლარი გადარიცხა.

დავით ზილფიმიანს მიაჩნია, რომ ახლა, როცა მსოფლიო პანდემიამ ქვეყნის მოქალაქეების დიდი ნაწილი დააზარალა, სოციალური პასუხისმგებლობის აღება ძალიან მნიშვნელოვანია.

სტერეო + და დიჯიტალ ტვ, გამოყოფილი თანხით, სასურსათო კალათებს გაამზადებენ იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც პანდემიის გავრცელების შემდეგ ყველაზე მეტად გაუჭირდათ.

„სურსათით დავეხმარებით სოციალურად დაუცველ ოჯახებს, მოხუცებს, ადამიანებს, რომლებსაც ყოველდღიური შემოსავალი, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შედეგად შეუწყდათ. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, შემოსავლის გარეშე დარჩენილმა ადამიანებმა იგრძნონ, რომ მარტო არ არიან და გვერდით საკუთარი თანამოქალაქეები უდგანან“, - განაცხადა დავით ზილფიმიანმა.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო