მარინა ეზუგბაიას განმარტებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოწოდებით, ცალკე აღირიცხება ინფიცირებული ის მოქალაქეები, რომლებსაც ვირუსი საქართველოს გარეთ დაუდასტურდათ

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განმარტებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოწოდებით, ცალკე აღირიცხება კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებსაც ვირუსი საქართველოს საზღვრებს გარეთ დაუდასტურდათ. როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ჯამში ასეთი 3 პაციენტია, რომელიც უკვე საქართველოს კლინიკებში მკურნალობს, რაც შეეხება ქვეყნის შიგნით დადასტურებულ შემთხვევებს, ასეთი 233-ია.

“ამ ეტაპზე გვაქვს 236 დადასტურებული შემთხვევა, მაგრამ ამ 236-დან 3 დადასტურებული შემთხვევა არის შემოტანილი, 2 სომხეთიდან და 1- თურქეთიდან, ანუ რას ნიშნავს - იქ არის დადასტურებული და დადასტურებული შემთხვევა შემოვიდა ჩვენთან, აქედან გამომდინარე, ეს დადასტურებული 3 შემთხვევა ცალკე შემთხვევებად გამოდის, გვემატება ჩვენ სამკურნალო დაწესებულებებში როგორც რაოდენობა, მაგრამ აღრიცხვა, ჯანმოს მონაცემებით, ცალკე უნდა განვიხილოთ. თუ ცალკე განვიხილავთ ამას, ამ 236-დან 3 თუ ცალკეა, მაშინ 233-ია, გამოდის, რომ ჩვენ გუშინ დღე-ღამის განმავლობაში 2 ახალი შემთხვევა შეგვემატა, რომელიც საქართველოში დადასტურებულია. სამივე საქართველოს მოქალაქეა და შეგვიძლია ჯამურად განვიხილოთ, მაგრამ ეს ყოველთვის ცალკე იქნება გამოტანილი. თუ მას კიდევ შეემატება პაციენტების რაოდენობა, ცალკე რიცხვებს მოგახსენებთ.

გუშინ ჩვენთან 15 ადამიანზე ჩატარდა ტესტირება და 1 დაგვიდასტურდა, რომელიც შემოგვემატა. ეს არის ეროვნული ბანკის კონტაქტი. ახალი პაცინეტი იყო თვითიზოლაციაში, იმიტომ, რომ ეს ეროვნული ბანკის დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი იყო და როდესაც მასთან გამოვლინდა ტემპერატურა, მაშინვე გადმოყვანილი იქნა ჩვენთან, ჩვენ ჩავატარეთ ტესტირება და დადასტურდა კოვიდი. მისი მდგომარეობა საშუალოზე მსუბუქია. ”, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა 233-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმშია 4856 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 370 პირი.

ინფორმაციისთვის, 233 ადამიანიდან 54 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება