კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილმა უწყებათაშორისმა საბჭომ შესაძლოა, დღეს ზომების გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღოს

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საბჭო მორიგ შეხვედრას მართავს. შეხვედრაზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს და რომელიც დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს, დღეს ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შესახებ იმსჯელებენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, შესაძლოა, საბჭომ ზომების დამატებით გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღოს. საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ტრადიციული ბრიფინგი გაიმართება, რომელზეც აღნიშნული საკითხის გარდა, განცხადება უმუშევრად დარჩენილი პირების დახმარების საკითხზეც გაკეთდება.

საქართველოს ხელისუფლების ოფიციალურ განცხადებამდე აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციას ავრცელებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რომლის განცხადებითაც, საქართველოს მთავრობა უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებს 6 თვის განმავლობაში 150 ლარით დააფინანსებს.

იხილეთ ვიდეო: საკოორდინაციო საბჭომ შესაძლოა, ზომები გაამკაცროს

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება