კომპანია „ფაუერჩაინამ“ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს 30 000 ერთეული სამედიცინო ნიღაბი და 500 ერთეული პირადი დაცვის უსაფრთხოების ტანსაცმელი გადასცა

კომპანია „ფაუერჩაინამ“ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს 30 000 ერთეული სამედიცინო ნიღაბი და 500 ერთეული პირადი დაცვის უსაფრთხოების ტანსაცმელი გადასცა

ჩინურმა კომპანია „ფაუერჩაინამ“ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს 30 000 ერთეული სამედიცინო ნიღაბი და 500 ერთეული პირადი დაცვის უსაფრთხოების ტანსაცმელი უსასყიდლოდ გადასცა. აღნიშნული სამედიცინო ეკიპირება სასწრაფო სამედეცინო დახმარების ეკიპაჟებს დაურიგდება.

„ჩვენ მოვედით, რომ ქველმოქმედების სახით, ჯანდაცვის სამინისტროს მედპერსონალისთვის საჭირო ეკიპირება გადავცეთ. ვიცით, რომ კორონავირუსი გავრცელებულია მთელ მსოფლიოში, ჩვენი კომპანია საქართველოში თითქმის 10 წელია ფუნქციონირებს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ნაწილი ვართ. ვიცით, რომ საქართველოში სამედიცინო ეკიპირების ნაკლებობაა. ვნახეთ, რომ სამედიცინო პერსონალი ებრძვის covid-19-ს და ცდილობს, მოსახლეობა იყოს ჯანმრთელი. „ფაუერჩაინამ“ გადაწყვიტა დახმარებოდა როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე სახელმწიფოს. ეს, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ მცირე დახმარებას გაუწევს ის ეკიპირება რაც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს გადავეცით,“ - განაცხადა კომპანია „ფაუერჩაინას" საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა ჰე პენგმა.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ, კომპანია „ფაუერჩაინას“ საქართველოს ოფისის წარმოადგენელს, ჰე პენგს, მადლობა პირადად გადაუხადა და აღნიშნა, რომ ასეთ ვითარებაში გადაუდებელი დახმარების ცენტრის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.

„ჩინურმა კომპანია „ფაუერჩაინამ“ გადმოგვცა ნიღბები და სპეცეკიპირება, რომელიც ჩვენს რაიონულ სამსახურებს გადაეცემათ. მინდა, მადლობა გადავუხადო იმ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისთვის, რომელიც ამ კომპანიამ გამოიჩინა, ვინაიდან ჩვენთვის ასეთ მომენტში ძალიან მნიშვნელოვანია გადაუდებელი დახმარების ცენტრის მხარდაჭერა,“- განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.

(R)