რა აქტივებში არის სასურველი ეკონომიკური კრიზისის დროს ინვესტიციის ჩადება?

მსოფლიო პანდემიის პირობებშიც და მის გარეშეც, არსებობს რამდენიმე სექტორი, რომელშიც ინვესტიციის ჩადება ყოველთვის მომგებიანია ან უბრალოდ, მყარ აქტივს წარმოადგენს, რომელიც ფასს არასდროს კარგავს.

COVID-19-ის პანდემიამ ამ სექტორებში კაპიტალდაბანდების საჭიროება საზოგადოების იმ ნაწილს კიდევ უფრო მკვეთრად დაანახა, ვინც ინვესტიციის ჩადებას გეგმავდა, თუმცა ჯერჯერობით არ ჰქონდა გადაწყვეტილი - სად.

ეს სექტორები უძრავი ქონება და ძვირფასი მეტალებია, უფრო კონკრეტულად, ოქრო. ორივე პროდუქტზე ფასები არათუ იკლებს, არამედ მუდმივად ზრდადია და რაც უფრო დროულად დავაბანდებთ მასში კაპიტალს, მით უფრო მშვიდად ვიქნებით ან მით უფრო მეტ შემოსავალს მივიღებთ.

ამ შემთხვევაში, ყურადღებას უძრავ ქონებაზე გავამახვილებთ, რადგან ექსპერტთა ნაწილის შეფასებით, ეს სფერო ეკონომიკური კრიზისის ფონზე სხვებთან შედარებით ნაკლებად იზარალებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბევრ ქვეყანაში, რომელიც COVID-19-ის პანდემიის გამო დიდ ეკონომიკურ ზარალს განიცდის, სამშენებლო სექტორი არ გაჩერებულა და მუშაობას აგრძელებს. არ შეჩერებულა როგორც უძრავი ქონების გაყიდვები, ისე სამშენებლო სამუშაოები.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ სამშენებლო სექტორი სახელმწიფოს ბიუჯეტში საბანკო სექტორთან ერთად გადასახადების ყველაზე დიდი გადამხდელია. მოქალაქეები კი კაპიტალდაბანდებას ხშირად, სწორედ ამ სექტორში ახდენენ.

რატომ არის ახლა უძრავი ქონების სექტორში ინვესტიცირება ხელსაყრელი?

თავდაპირველად, უნდა აღვნიშნოთ რომ ბინების ფასი ყოველთვის ზრდადია. ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასთან ერთად, მისი ფასიც იმატებს. ასევე, ფასწარმოქმნა დამოკიდებულია ვალუტის კურსზეც, ხოლო ქვეყნებში, სადაც ეროვნულ ვალუტად ევრო და დოლარი არ მიიჩნევა, ის მუდმივად უფასურდება. შესაბამისად, კომპანიებს ხარჯები ეზრდებათ და უწევთ, ბინების ფასი დააკორექტირონ.

გარდა ამისა, ბევრი ადამიანისთვის ბინა სტაბილური შემოსავლის წყაროა, რადგან ქვეყანაში როგორი ეკონომიკური მდგომარეობაც არ უნდა იყოს, მისი გაქირავებით, დაგირავებით ან სულაც გაყიდვით ფინანსურ სარგებელს აუცილებლად ნახავ.

ნიუ-იორკში, სადაც COVID-19-ის მიერ მიყენებულ კოლოსალურ ზარალს ითვლიან, უძრავი ქონების კომპანიები სამუშაოებს ისევ აგრძელებენ. „ფორბსის“ ინფორმაციით, მათ გუბერნატორის ბრძანებით უფლება აქვთ, უსაფრთხოების ყველა წესის დაცვის შემთხვევაში, ოპერირება განაგრძონ.

„ჩვენს ინდუსტრიას ამ კრიზისული მდგომარეობის პერიოდში, კომერციული ობიექტების მყიდველებისა და მესაკუთრეების მიმართ დიდი პასუხისმგებლობა აქვს დაკისრებული და ჩვენ ვგრძნობთ, რომ ადგილობრივ და სახელმწიფო ეკონომიკას ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება“, - განაცხადა New York Association of Realtors-ის პრეზიდენტმა ჯენიფერ სტივენსონმა „ფორბსთან“ საუბარში.

აქვე ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმ მომხმარებელთა მოთხოვნებზეც, რომლებმაც გადაწყვიტეს, კაპიტალი, რომელსაც წლების განმავლობაში უყრიდნენ თავს, სწორედ ახლა დააბანდონ უძრავ ქონებაში.

როგორც უცხოურ მედიაში ვკითხულობთ, თვითოზოლაციის გამო, გაიზარდა მოთხოვნა კერძო სახლებზე და ისეთ ბინებზე, რომელსაც დიდი აივანი ან ვერანდა აქვს. აღნიშნული ტენდენცია COVID-19-ის მსოფლიო პანდემიამდეც შეინიშნებოდა, თუმცა დღეს აშკარაა, რომ მეტი პრიორიტეტი გარე სივრცეს ენიჭება, სადაც შეუძლია, მობინადრეს მებაღეობით დაკავდეს, მოიწყოს დასასვენებელი სივრცე, მეტი დრო გაატაროს შენობის გარეთ და არ ჰქონდეს შეგრძნება, რომ გარესამყაროს მოწყვტილი და იზოლირებულია. აღნიშნული ტენდენცია არამხოლოდ უცხოეთში, არამედ საქართველოშიც შეინიშნება.

შეჯამებისას, უძრავ ქონებაში ინვესტირების სამ ყველაზე მნიშვნელოვან მხარეზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება:

  1. უძრავი ქონება გარანტირებული აქტივია, რომლის ფასი თითქმის არასდროს მცირდება;
  2. საჭიროების შემთხვევაში, დიდი ოდენობით ფულადი რესურსის მიღების შესაძლებლობა;
  3. სტაბილური შემოსავლის მიღების შესაძლებლობა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა