თენგიზ ფხალაძე - შესაძლებლობების ფანჯარა დიდი ხნით არ იხსნება, ამიტომაც დრო არ უნდა დაიკარგოს

COVID-19 პანდემიის გამო მსოფლიოში არსებულ ვითარებაზე, პანდემიის პირობებში ევროკავშირის, აშშ-სა და ნატოს დამოკიდებულებაზე საქართველოს მიმართ, ასევე საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს საერთაშორისო საკითხებში, GIPA-ს პროფესორსა და პოლიტიკური მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელს თენგიზ ფხალაძეს ესაუბრა.

- ბატონო თენგიზ, COVID-19 პანდემიამ მსოფლიო ისე შეაზანზარა, რომ ახლა აშკარად ჭირს თქმა, სავარაუდოდ, თუ როდის დაუბრუნდება მსოფლიო თუნდაც 2020 წლის იანვრის ვითარებას. ანაც პანდემია რომ ჩაცხრება, როგორი შეიძლება იყოს სერიოზულად შეცვლილი საერთაშორისო ცხოვრების პანორამა.

თქვენ როგორ შეაფასებდით პანდემიის გამო მსოფლიოში არსებულ ვითარებას?

- ვითარება ურთულესია. Covid-19-ის თემა უკვე გასცდა ჯანდაცვის სფეროს და გლობალური პოლიტიკური პრობლემის ხასიათი შეიძინა. იგი ზემოქმედებს ჩვენი ყოფიერების ყველა სფეროზე, რაც ცვლის სახელმწიფოთა საშინაო და საგარეო პოლიტიკას, ეკონომიკას, ჰუმანიტარულ ურთიერთობებს, ზოგადად, ადამიანთა ქცევას.შეიძლება ითქვას, რომ სამყარო აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორც 2019 წლის ბოლოს იყო.

რა თქმა უნდა, ვირუსს მოვერევით, მაგრამ შეიცვლება ჩვენი ცხოვრები წესი, ურთიერთობები, განსხვავებულ შინაარსს შეიძენს ეროვნული უსაფრთხოების ცნებაც. შესაბამისად საერთაშორისო პოლიტიკის დღის წესრიგიც სხვაგვარად ჩამოყალიბდება, დაისახება ახალი პრიორიტეტები, რაც სახელმწიფოთა დაცულობის თემას სწორედ ბიოლოგიური და სხვა, აქამდე ნაკლებად პრიორიტეტულად მიჩნეული საფრთხეების კონტექსტშიაც განიხილავს.

შეიცვლება ჩვენი ცხოვრები წესი, ურთიერთობები, განსხვავებულ შინაარსს შეიძენს ეროვნული უსაფრთხოების ცნებაც. შესაბამისად საერთაშორისო პოლიტიკის დღის წესრიგიც სხვაგვარად ჩამოყალიბდება, დაისახება ახალი პრიორიტეტები, რაც სახელმწიფოთა დაცულობის თემას სწორედ ბიოლოგიური და სხვა, აქამდე ნაკლებად პრიორიტეტულად მიჩნეული საფრთხეების კონტექსტშიაც განიხილავს

კიდევ მეტად გამწვავდება ბრძოლა ლიდერობისათვის. უფრო კრიტიკულად გადაიხედება ძალთა ბალანსიც. მსოფლიო დღეს ისედაც ახალი ეკვივალიბრუმის ძიებაშია, კორონაკრიზისი კი ამ პროცესში მნიშვნელოვან კორექტივებს შეიტანს.

შეიცვლება ეკონომიკური ურთიერთობები. სახელმწიფოები განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდებიან ტექნოლოგიების ექსპორტს. კრიტიკულად გადაიხედება ისეთი გეოპოლიტიკური პროექტების პერსპექტივა, როგორიცაა მაგალითდ „სარტყელისა და გზის“ პროექტი.

სახელმწიფოები განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდებიან ტექნოლოგიების ექსპორტს. კრიტიკულად გადაიხედება ისეთი გეოპოლიტიკური პროექტების პერსპექტივა, როგორიცაა მაგალითდ „სარტყელისა და გზის“ პროექტი

კრიზისი მსოფლიო ეკონომიკაში მეტად გაამწვავებს პაექრობას იზოლაციონისტებსა და ინტერნაციონალიზმს შორის. მეტი რესურსები იქნება მიმართული მეცნიერებატევადი დარგების გასავითარებლად.

გადაიხედება საერთაშორისო ორგანიზაციების ფუნქციონირების ეფექტიანობის თემაც.... მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენს ირგვლივ ბევრი რამ შეიცვლება და ჩვენი მთავარი საზრუნავიც ამ პროცესების განჭვრეტა და მათში საქართველოს ადგილის ძიება უნდა იყოს.

ჩვენს ირგვლივ ბევრი რამ შეიცვლება და ჩვენი მთავარი საზრუნავიც ამ პროცესების განჭვრეტა და მათში საქართველოს ადგილის ძიება უნდა იყოს

- რაც უფრო დიდ მასშტაბებს იძენს პანდემიის მსხვერპლთა რიცხვი მსოფლიოში და საკუთრივ აშშ-ში, სულ უფრო მეტად ადანაშაულებს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩინეთს კორონავირუსის შესახებ ინფორმაციის დაფარვაში მას შემდეგ, როგორც კი იგი გაჩნდა ქალაქ უჰანში.

პანდემიის გავრცელებამდე აშშ-ჩინეთის ურთიერთობები საუკეთესო აშკარად არ იყო, რადგან აშშ-სა და ჩინეთს შორის ლამის ეკონომიკური და ფინანსური ომი იყო გაჩაღებული. როგორადაც არ უნდა განვითარდეს პროცესები, სულ უფრო ცხადი ხდება, რომ არც აშშ-ჩინეთის ურთიერთობები არა თუ გაუმჯობესდება, მათ შორის კონკურენცია და ეკონომიკურ-ფინანსური ომი შესაძლოა გადამწყვეტ ფაზაშიც კი შევიდეს.

ვითარებაში, როცა იყო მოლოდინი იმისა, რომ კორონავირუსთან ბრძოლაში ვაშინგტონო ლიდერი ქვეყნის როლს შეასრულებდა, ტრამპის მიერ ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციისთვის დაფინანსების შეწყვეტას ამგვარი განცდა არ დაუტოვებია.

თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, როგორ აისახება აშშ-სა და ჩინეთს შორის ღია თუ ფარული დაპირისპირება საერთაშორისო ურთიერთობებსა და იმაზე, თუ როგორი იქნება პანდემიის შემდეგ მსოფლიო?

- შეერთებული შტატები, ისევე როგორც სხვა მრავალი ქვეყანა, მოუმზადებელი შეხვდა ვირუსის გავრცელებას. სხვა მიზეზებთან ერთად, ეს გამოიწვია თავად ვირუსის თაობაზე ინფორმაციის დაგვიანებით გასაჯაროებამ. შეიძლება ითქვას, რომ რამდენიმე თვე ფუჭად დაიკარგა. დამალვამ არასწორი შეფასებები და დასკვნები გამოიწვია.

მაგალითისათვის შეგახსენებთ, რომ ადრეულ ეტაპზე დომინირებდა მოსაზრება, რომ ვირუსი მხოლოდ გარკვეული ასაკობრივი ჯგუფისათვის წარმოადგენს საფრთხეს. შესაბამისად Covid-19-ის რეალური ბუნება მეცნიერებისა და ექიმებისთვის საკმაოდ გვიან გახდა ცნობილი.

ამიტომაც არა მხოლოდ შეერთებული შტატებს, არამედ სხვა ქვეყნებსაც არაერთი კითხვა აქვთ ჩინეთის ხელისუფლების მიმართ. უსაფრთხოების სტრუქტურები კი პანდემიის გამომწვევ მიზეზებზე საუბრისას არაერთ ვერსიას განიხილავენ, რაც დაუდევრობისა და უნებლიე შედომის გარდა ბევრ სხვა შესაძლო მიზეზებსაც გულისხმობს.

რა თქმა უნდა, ეს ყოველივე უდავოდ აისახება სახელმწიფოთა ურთიერთობის კონტექსტზეც. ჩვენ უკვე მოწმენი ვართ, რომ არა მხოლოდ ამერიკული, არამედ სხვა ქვეყნების მსხვილი კომპანიები ტოვებენ ჩინეთს. ეს მხოლოდ ერთ-ერთი ასპექტია თქვენს მიერ ნახსენები წინააღმდეგობისა.

რაც შეეხება ამერიკის ლიდერობას, საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ არაერთი ქვეყანაა ჩასაფრებული, რომ შეერთებულ შტატებს ეს როლი გამოაცალოს, რაც თავისთვად გულისხმობს დასავლეთის დასუსტებას.

რაც შეეხება ამერიკის ლიდერობას, საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ არაერთი ქვეყანაა ჩასაფრებული, რომ შეერთებულ შტატებს ეს როლი გამოაცალოს, რაც თავისთვად გულისხმობს დასავლეთის დასუსტებას

ამ მიზნით გამოყენებული არსენალი საკმაოდ მრავალფეროვანია. განსაკუთრებით დაიხვეწა დეზინფორმაციის მექანიზმები. გავითვალისწინოთ ისიც, რომ ეს ყოველივე საარჩევნო წელს ხდება, როდესაც პოლიტიკოსები სწორედაც რომ საშინაო პრობლემებზე არიან კონცენტრირებულნი.

თუმცა ჩვენ იმასაც ვხედავთ, რომ შეერთებული შტატები ამ კრიზისის დროსაც ახერხებს დახმარების გაწევას პარტნიორებისათვის. ამ დახმარების ნაწილი უკვე მიიღეს იტალიამ და ევროპის სხვა სახელმწიფოებმა, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ამ ქვეყნების რიცხვში საქართველოცაა.

შეერთებული შტატები ამ კრიზისის დროსაც ახერხებს დახმარების გაწევას პარტნიორებისათვის. ამ დახმარების ნაწილი უკვე მიიღეს იტალიამ და ევროპის სხვა სახელმწიფოებმა, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ამ ქვეყნების რიცხვში საქართველოცაა

- ამ ფონზე ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს პანდემიის პირობებში პანდემიის პირობებში ევროკავშირის, აშშ-სა და ნატოს დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ.

მას შემდეგ რაც უკვე ვიცით, თუ რა პოზიციები დააფიქსირეს საქართველოსთან დამოკიდებულებაში ჩვენმა პარტნიორებმა, ვიცით ნატოს მინისტერიალის შედეგებიც, ასევე სხვადასხვა ფინასური ორგანიზაციების გეგმები ჩვენი ეკონომიკის დასახმარებლად, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პანდემიასთან ბრძოლაში საქართველო მარტო არაა.

ფაქტია, რომ პანდემიის ვითარებაში ახალი რეალობის გარდა, ახალი შესაძლებლობებია გაჩენილი ბევრი მიმართულებით.

თქვენ როგორ შეაფასებდით პანდემიის პირობებში საქართველოს მიმართ ჩვენი პარტნიორების პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო გეგმებს?

სავარაუდოდ, რა პერსპექტივებზე შეიძლება საუბარი რაც ჩვენთან მიმართებაში აშშ-ს, ევროკავშირსა და ნატოს აქვთ?

- კორონაკრიზისმა კვლავაც ნათლად წარმოაჩინა თუ ვინაა საქართველოს ნამდვილი მეგობარი. ქვეყნები, რომლებიც ვირუსთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში არიან, არ ივიწყებენ საქართველოს და ჩვენ ვხედავთ შეერთებული შტატების და ევროკავშირის, ევროპის ცალკეული ქვეყნების, თურქეთის და სხვათა დახმარებას.

ამ ურთულეს ვითარებაშიაც კი ნატომ შავ ზღვაზე ჩაატარა წვრთნები, სადაც საქართველოს სანაპირო დაცვის სამსახურიც მონაწილეობდა. ჩვენ ვხედავთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ძალისხმევას საქართველოს დასახმარებალდ... ასე რომ პარტნიორები ზრუნავენ ჩვენი ქვეყნის გაძლიერებაზე და გვეხმარებიან კრიზისის გადალახვაში.

კორონაკრიზისმა კვლავაც ნათლად წარმოაჩინა თუ ვინაა საქართველოს ნამდვილი მეგობარი... ამ ურთულეს ვითარებაშიაც კი ნატომ შავ ზღვაზე ჩაატარა წვრთნები, სადაც საქართველოს სანაპირო დაცვის სამსახურიც მონაწილეობდა. ჩვენ ვხედავთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ძალისხმევას საქართველოს დასახმარებალდ... ასე რომ პარტნიორები ზრუნავენ ჩვენი ქვეყნის გაძლიერებაზე და გვეხმარებიან კრიზისის გადალახვაში

დანარჩენი ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად ეფექტიანად გამოვიყენებთ ამ დახმარებას, რამდენად შევძლებთ ახალი და საინტერესო ინიციატივების შეთავაზებას, რამდენად კარაგდ დავანახებთ ჩვენს როლს კორონასშემდგომ სამყაროში.

რაც შეეხება ნატოს მინისტერიალს, საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პარტნიორები ესოდენ დიდი ყურედღებას აქცევენ ჰიბრიდულ საფრთხეებსა და დეზინფორმაციასთან ბრძოლას.

კორონაკრიზისის პერიოდში ინფორმაციული შტურმის ინსტრუმენტები კიდევ უფრო ინტენსიურად ამოქმედდა. ჩვენ ვხედავთ, რომ იტალიისათვის ე.წ. ჰუმანიტარული დახმარება რუსეთმა გენერალური შტაბის სპეცოპერაციის საშუალებად გამოიყენა, ვხედავთ როგორ ხატავს რუსული პროპაგანდა ევროკავშირისა და დასავლეთის დასასრულს, მიზანმიმართლად ავრცელებს სრულიად არერეალურ ინფორმაციებს რომელთა მიზანიც საზოგადოებაში შიშის, დაბნეულობის და დეზორიენტაციის შეტანაა.

ის ფაქტი, რომ ნატო აქტიურდება დეზინფორმაციის წინააღმდეგ ზრდის შანსებს, რომ საქართველოს უსაფრთხოების პრობლემები აქტიურად იქნას განხილული ევრო-ატლანტიკურ კონტექსტში. ზოგჯერ კრიზისი შესაძლებლობებსაც ქმნის და ეს შესაძლებლობები უნდა გამოვიყენოთ.

ის ფაქტი, რომ ნატო აქტიურდება დეზინფორმაციის წინააღმდეგ ზრდის შანსებს, რომ საქართველოს უსაფრთხოების პრობლემები აქტიურად იქნას განხილული ევრო-ატლანტიკურ კონტექსტში. ზოგჯერ კრიზისი შესაძლებლობებსაც ქმნის და ეს შესაძლებლობები უნდა გამოვიყენოთ

- ახლა როცა ვიცით, თუ რა ფინანსურ დახმარებას მიიღებს საქართველო წლის ბოლომდე საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციებისაგან, იმედია მაქსიმალურად უმოკლეს ვადებში წარმოადგენს ჩვენი ხელისუფლება ანტიკრიზისულ გეგმას, რაზეც კარგა ხანია საუბრობს და რის უქონლობასაც მას ოპოზიცია საყვედურობს.

ფაქტია ისიც, რომ შექმნილ ვითარებაში სულ მეტად აქტუალური ხდება ანაკლიის ღრმაწყალოვანი პორტის საკითხი.

ამ თემაზე საუბრისას ფილოსოფოსმა ზაზა ფირალიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა - „დღეს ძალიან კარგი მომენტია, იაპონელებს ანაკლიის თავისუფალი ეკონომიკური ზონა შევთავაზოთ. და თუ ხელისუფლება უარს იტყვის ამაზე, ეს ან იმის ნიშანი იქნება, რომ მას სხვისი აზრის გაზიარება სისუსტის ნიშნად მიაჩნია, ან მართალია ის რუსეთთან დაკავშირებული ეჭვები, რომლებიც ანაკლიის პორტის მშენებლობის ჩაგდებას უკავშირდება“.

მოსალოდნელი გლობალური ცვლილებების ფონზე რამდენად გაქვთ იმის მოლოდინი, რომ ხელისუფლება წარმატებით გამოიყენებს იაპონიასთან დაკავშირებით არსებულ შესაძლებლობას ანაკლიის პორტის ასაშენებლად?

- პატარა ქვეყნის უპირატესობა მის მოქნილობაშია. სწორედ ეს უნდა დავანახოთ ჩვენს პარტნიორებს. ახალი შესაძლებლობები, რომლებიც შეიძლება შევთავაზოთ ქვეყნებსა და კომპანიებს, დაინტერესებულებს საკუთარი აქტივობისათვის ახალი სივრცის მოძებნაში. ამ კონტექსტში უდიდესი როლის შესრულება შეუძლია იმ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებებს, რაც საქართველოს გაფორმებული აქვს როგორც ევროკავშირთნ, ასევე მეზობელ და აზიის სახელმწიფოებთან.

პატარა ქვეყნის უპირატესობა მის მოქნილობაშია. სწორედ ეს უნდა დავანახოთ ჩვენს პარტნიორებს. ახალი შესაძლებლობები, რომლებიც შეიძლება შევთავაზოთ ქვეყნებსა და კომპანიებს, დაინტერესებულებს საკუთარი აქტივობისათვის ახალი სივრცის მოძებნაში

ამიტომაც მეტი აქცენტი ადგილობრივის წახალისებაზე, მეცნიერებატევადი დარგების განვითარებაზე, თანამედროვე ტექნოლოგიებზე, სერვისების ონლაინ მიწოდებაზე... ესაა რამაც ჩვენი უპირატესობა უნდა წარმოაჩინოს.

რაც შეეხება ანაკლიას, მის მნიშვნელობაზე არაერთხელ გვისაუბრია. შავი ზღვის საქართველოს სანაპირო ახლა კიდევ უფრო საინტერესო ხდება ჩვენი პარტნიორებისათის. ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით იაპონია ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია, მაგრამ იმასაც ნუ დავივიწყებთ რომ „გზისა და სარტყელის“ ერთგვარ დამბალანსებლად ევროკავშირი იაპონიასთნ თანამშრომლობას განიხილავს. თუმცა იაპონია ერთადერთი არ არის ვინც შეიძლება ანაკლიით დაინტერესდეს. დარწმუნებული ვარ, სწორი პოლიტიკისა და კომუნიკაციის პირობებში შეერთებული შტატებიც იქნება მზად პროექტში ჩასართველად.

ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით იაპონია ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია, მაგრამ იმასაც ნუ დავივიწყებთ რომ „გზისა და სარტყელის“ ერთგვარ დამბალანსებლად ევროკავშირი იაპონიასთნ თანამშრომლობას განიხილავს. თუმცა იაპონია ერთადერთი არ არის ვინც შეიძლება ანაკლიით დაინტერესდეს. დარწმუნებული ვარ, სწორი პოლიტიკისა და კომუნიკაციის პირობებში შეერთებული შტატებიც იქნება მზად პროექტში ჩასართველად

ამ შემთხვევაში ბევრი რამ სწორედ რომ ჩვენზეა დამოკიდებული. შესაძლებლობების ფანჯარა დიდი ხნით არ იხსნება, ამიტომაც დრო არ უნდა დაიკარგოს.

- როგორ შეაფასებდით პანდემიის პირობებში საქართველოს შიდა პოლიტიკაში არსებულ ვითარებას?

- მარტივი ვითარება ნამდვილად არ გვაქვს. შეფასებებს მომავალშიაც არაერთხელ დავუბრუნდებით, რადგან ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვისწავლოთ საკუთარი შეცდომების ანალიზი, რომ მომავალში იგივე არ დავუშვათ.

დღეს ყველა დიდი გამოცდის წინაშე ვართ და აქ თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს მთავრობასაც, ოპოზიციასაც, ბიზნესსაც, საზოგადოებასაც და ზოგადად ყველას. დღეს მთავრობას განსაკუთრებული უფლებამოსილება აქვს მინიჭებული და ეს მანდატი სწორად უნდა გამოიყენოს.

დღეს ყველა დიდი გამოცდის წინაშე ვართ და აქ თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს მთავრობასაც, ოპოზიციასაც, ბიზნესსაც, საზოგადოებასაც და ზოგადად ყველას. დღეს მთავრობას განსაკუთრებული უფლებამოსილება აქვს მინიჭებული და ეს მანდატი სწორად უნდა გამოიყენოს

ჩვენ ვხედავთ მნიშვნელოვან ძალისხმევას, ინიციატივებს, რაც უდავოდ დასაფასებელია. აღსანიშნავია თუნდაც ჩვენი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების ძალისხმევა რაც ურთულესი პრობლემების მიუხედავად, წარმატებით ხორციელდება.

მისასალმებელია ის თანამშრომლობა სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის, რომელმაც საკარანტინო სივრცეების საკითხის გადაჭრაში დაგვეხმარა და კიდევ სხვა ინიციატივებიც, რაც ქვეყანას შესაძლებლობას აძლევს ნაკლებად დაზარალდეს კრიზისის პირობებში.

მაგრამ, ამავდროულად საზოგადოება შეცდომებსაც აღიქვამს და მათზე მითითება „კლასობრივ მტრობად“ არ უნდა იყოს აღქმული. ის რომ საზოგადოება ხელისუფლებას აკონტროლებს დემოკრატიის ფუნდამენტია და დაზღვევის ის მექანიზმი, რამაც საბედისწერო შეცდომებისაგან უნდა დაგვიცვას. ამიტომაც მეტი კომუნიკაცია საზოგადოებასთან საქმეს მხოლოდ წაადგება.

საზოგადოება შეცდომებსაც აღიქვამს და მათზე მითითება „კლასობრივ მტრობად“ არ უნდა იყოს აღქმული. ის რომ საზოგადოება ხელისუფლებას აკონტროლებს დემოკრატიის ფუნდამენტია და დაზღვევის ის მექანიზმი, რამაც საბედისწერო შეცდომებისაგან უნდა დაგვიცვას. ამიტომაც მეტი კომუნიკაცია საზოგადოებასთან საქმეს მხოლოდ წაადგება

კრიზისმა ერთგვარად დაწია საარჩევნო წლის ტემპერატურა. ოპოზიციის მხრიდანაც კრიტიკა ძირითადად სწორედ კრიზისის თემატიკასთანაა დაკავშირებული. საზოგადოების რეაქცია ამ კონტექსტშიაც საინტერესოა.

ძირითდი ნაწილი უარყოფითდ აღიქვამს „ნიშნის მოგებასა“ და „გამოჭერაზე“ მიმათულ რიტორიკას და პოზიტიურადაა განწყობილი საქმიანი კრიტიკისა და შეთავაზებებისადმი. ვფიქრობ ეს ყოველივე პოლიტიკური ძალებისათვის გასათვალისწინებელი და ბევრი რამის სასწავლებელი უნდა იყოს.

ზოგადად თუკი საზოგადოება არბიტრის ფუნქციას რეალურად აიღებს, ეს მხოლოდ წაადგება ქვეყნის მომავალს. პოლიტიკურმა ძალებმა მართლაც უნდა იგრძნონ საზოგადოების დაკვეთის მნიშვნელობა და საკუთარ ქმედებებში გაითვალისწონონ.

ზოგადად თუკი საზოგადოება არბიტრის ფუნქციას რეალურად აიღებს, ეს მხოლოდ წაადგება ქვეყნის მომავალს. პოლიტიკურმა ძალებმა მართლაც უნდა იგრძნონ საზოგადოების დაკვეთის მნიშვნელობა და საკუთარ ქმედებებში გაითვალისწონონ

აქვე აღვნიშნავ, რომ საზოგადოებამ ამ კრიზისისას საოცარი სოლიდარობა გამოავლინა. ჩვენ ვხედავთ ინიციატივებს და თვითორგანიზების მისაბაძ მაგალითებს, რომელიც ცალკეულმა პირებმა და პირთა ჯგუფებმა გვიჩვენეს.

მისაბაძია ჩვენი ახალგაზრდობი ძალისხმევა, რომლებიც ვოლონტიორებად არიან ჩაბმულნი ასეთი დახმარების ინიციატივებში, მისასალებელია საზოგადოებრივი პლატფორმები ისეთი როგორიცაა, მაგალითად ერთიანობა, რომელიც მოსახლეობის მოწყვლად ჯგუფებსაც ეხმარება და იმავდროულად ადგილობრივ წარმოებასაც ხელს უწყობს.

თუმცა, როგორც გითხარით პრობლემებიც საკმარისადაა. უნდა გვესმოდეს რომ კრიზისის პიკი ჯერ კიდევ წინაა და მეტი პასუხიმგებლობა გვმართებს. ამავდროულად პანდემიამ არ უნდა დაგვავიწოს ის პოლიტიკური ვალდებულებები, რაც პოლიტიკურმა ძალებმა ქართული საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების წინაშე იკისრეს.

უნდა გვესმოდეს რომ კრიზისის პიკი ჯერ კიდევ წინაა და მეტი პასუხიმგებლობა გვმართებს. ამავდროულად პანდემიამ არ უნდა დაგვავიწოს ის პოლიტიკური ვალდებულებები, რაც პოლიტიკურმა ძალებმა ქართული საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების წინაშე იკისრეს

მხედველობაში მაქვს საარჩევნო რეფორმა და მასთან დაკავშირებული საკითხები. ამ მხრივ უაღრესად საყურადღებოა აშშ-სა და ევროკავშირის ბოლოდროინდელი განცხადებები. იმედი მაქვს ხელისუფლება ერთხელ დაშვებულ შეცდომებს აღარ გაიმეორებს.

- პანდემიის პირობებში მოახლოებული სააღდომო ლიტურგიის ჩატარებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე კარგა ხანია საუბრობენ მედიკოსები და ხელისუფლების წარმომადგენლები.

მაგრამ, მიუხედავად ამისა ხელისუფლება და საპატრიარქო შეთანხმდნენ თუ რა ფორმით ჩატარდება სააღდომო ლიტურგია. გასაგებია, რომ ხელისუფლება მოერიდა არჩევნების წელს ეკლესიასთან კონფრონტაციას, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ერთსაც და მეორესაც შესაძლოა ძვირი დაუჯდეს, თან იმაზე მეტად ძვირი, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

თქვენ როგორ შეაფასებდით, ხელისუფლებასა და საპატრიარქოს შორის მიღწეულ შეთანხმებას სააღდომო ლიტურგიის ჩატარების ფორმებზე? რას შეიძლება ნიშნმავდეს ის, რომ საპატრიარქოსთან ურთიერთობაში ხელისუფლება გვერდზე გაიწია და სეფე სიტყვის თქმა ბატონ ამირან გამყრელიძეს ერთდროულად კიდეც გადაულოცა და დააკისრა?

- ეს ალბათ ყველაზე მგრძნობიარე თემაა, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ძალიან ერიდება. კარგად მესმის ბატონი ამირანის. მას და ბატონ პაატას მინდა საჯაროდ მადლობა გადაუხადო ამ გულწრფელობისათვის. ის რომ სახელმწიფო ჯერჯერობით უმკლავდება პანდემიას ჩვენი ექმების პერსონალური თავდადებისა და გმირული თავგანწირვის შედეგია.მაგრამ, ეს არ ნიშნავს რომ კრიზისი სწორად იმართება. სამწუხაროდ მიღებული აკრძალვები შერჩევით ხასიათს ატარებს.

ის კანონმორჩილ მოქალაქეს ტვირთად აწევს, მაგრამ რისკის ჯგუფებს მხოლოდ ნაწილობრივ ამცირებს. საქართველო სეკულარული სხელმწიფოა და ჩვენს კონსტიტუციასა და ეკლესიასთან გაფორმებულ კონსტიტუციურ შეთანხმებაში ყველაფერს საკუთარი ადგილი აქვს მიჩენილი.

სახელმწიფო არ უნდა შედიოდეს დისკუსიაში, რა წესით ჩატარდეს ზიარება, მაგრამ მან უნდა უზრუნველყოს კანონის უზენაესობა, კანონის წინაშე ყველას თანასწორობა და ყველას მიერ შესრულება.

სახელმწიფო არ უნდა შედიოდეს დისკუსიაში, რა წესით ჩატარდეს ზიარება, მაგრამ მან უნდა უზრუნველყოს კანონის უზენაესობა, კანონის წინაშე ყველას თანასწორობა და ყველას მიერ შესრულება

სახელმწიფო სუვერენიტეტი გულისხმობს სახელმწიფო ხელისუფლების უზენაესობას და ხელისუფლების გადაწყვეტილების გავრცელებას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. სუვერენიტეტის დაცვა კი მთავრობის უპირველესი ვალდებულებაა.

არასწორია პასუხისმგებლობის არიდების ნებისმიერი მცდელობა და პასუხისმებლობის გადატანა მოსახლეობაზე. საფუძველშივე არასწორია კითხვა - უნდა დაიკეტოს თუ არა ტაძრები. ამას არავინ ითხოვს და ბნელ ოთახში კატას ტყუილად ნურავინ ეძებს.

არასწორია პასუხისმგებლობის არიდების ნებისმიერი მცდელობა და პასუხისმებლობის გადატანა მოსახლეობაზე

საუბარია ხალხის კონცენტრაციაზე და არა საეკლესიო რიტუალების აკრძალვაზე. ამიტომ მთავრობამ სათქმელი მკაფოდ და გასაგებად უნდა თქვას. სოფისტიკაში ვარჯიში კი სჯობს სხვა დროისათვის გადავდოთ!

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს