მსოფლიო პანდემიის პირობებში მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, რომელსაც კომპანია „დაფნა“ წარმატებით ართმევს თავს

მსოფლიო პანდემიის პირობებში მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, რომელსაც კომპანია „დაფნა“ წარმატებით ართმევს თავს

დღევანდელი მსოფლიო მზარდი პანდემიის პირობებში განაგრძობს არსებობას. შექმნილი ვითარება მძიმედ აისახა საერთაშორისო ვაჭრობაზე, შემცირდა გლობალური ტრანზაქციები და ტვირთბრუნვა. როგორც ყველასთვის ცნობილია ზოგიერთმა სახელმწიფომ აკრძალა ბურღულეულის და სხვა პირველადი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტი, რაც გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენს იმპორტზე დამოკიდებული მცირე სახელმწიფოების სურსათის უზრუნველყოფისთვის.

დღესდღეობით, შექმნილი სირთულეების მიუხედავად, არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი სადისტრიბუციო კომპანია „დაფნას“ მენეჯმენტმა წარმატებით შეძლო მომწოდებელთა დივერსიფიცირება/ჩანაცვლება. მუდმივ რეჟიმში ხორციელდება მარაგების შევსება/განახლება, მათ შორის თურქეთიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, ესპანეთიდან, აზერბაიჯანიდან და სხვა სახელმწიფოებიდან. კომპანიის მენეჯმენტის დაუღალავი შრომით და შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან გამართული კონსულტაციებით, შესაძლებელი გახდა სამომხმარებლო ფასების შენარჩუნება ძველ ნიშნულზე.

ყველასთვის ცნობილია, რომ შპს „დაფნა“ არის მსხვილი აზერბაიჯანული ჰოლდინგ „AZERSUN“-ის შვილობილი კომპანია, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 35 ქარხანას ფლობს სურსათის გადამუშავებისა და ჰიგიენური საშუალებების წარმოების პროფილით. ჰოლდინგი ორ ათეულ წელიწადზე მეტია, რაც ოპერირებას ქართულ ბაზარზე. აწარმოებს ჰიგიენის საშუალებებს (ბრენდი „Sun“,„PAPI“), ახორციელებს სასურსათო პროდუქტის იმპორტსა და დისტრიბუციას, მათ შორის ისეთი ცნობილი ბრენდების როგორიცაა: “Ulker”, Final, Mariam, Azercay, Vitam. საქართველოს ბაზრისთვის კომპანიამ სპეციალურად შექმნა ბრენდი „ჩვენი სუფრა“, რომელიც მრავალი ოჯახის საყვარელ და განუყრელ პროდუქტად იქცა.

აღსანიშნავია, რომ კომპანია „დაფნა“ უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას და პროდუქციის დისტრიბუციას, მათ შორის მკაცრი საკარანტინო შეზღუდვის ზონებში (ბოლნისი, მარნეული, ქობულეთი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი და ა.შ.). არსებული ვითარებიდან გამომდინარე, განხორციელდა თანამშრომელთა ნაწილის დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადაყვანა, ხოლო სხვა თანამშრომლები აღიჭურვნენ პირბადეებით, ერთჯერადი ხელთათმანებით, დამცავი ფარებითა და სადეზინფექციო სითხეებით. კომპანის „ევექსთან“ თანამშრომლობით, განხორციელდა თითოეული დასაქმებულის სამედიცინო შემოწმება. კომპანია მკაცრად იცავს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებულ რეკომენდაციებს, რათა დასაქმებულთა და მომხმარებელთა ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას.

მიუხედავად ფორსმაჟორული სიტუაციისა, კომპანია „დაფნა“ გამოირჩევა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით. აღნიშნულ კრიზისულ პერიოდში სრულად შენარჩუნდა კომპანიის საკადრო შემადგენლობა, არ მომხდარა ხელფასების შემცირება (მათ შორის დისტანციურ მუშაობაზე მყოფ თანამშრომელთათვის) და კვლავ გრძელდება სადეკრეტო შვებულებების ანაზღაურება. კომპანია მადლობას უხდის საკუთარ თანამშრომლებს, რომლებიც პანდემიის პირობებში ყოველდღიურად, გმირულად ასრულებენ საკუთარ ფუნქცია მოვალეობებს და მთელ საქართველოს ამარაგებენ სასურსათო და სხვა ტიპის პროდუქციით.

სოციალური პასუხისმგებობის ფარგლებში, კომპანია დაფნა და ბრენდი „ჩვენი სუფრა“ მუდმივ რეჟიმში ეხმარება სოციალურად დაუცველ ოჯახებს, აქტიურად მონაწილეობს საქველმოწმედო ღონისძიებებში. მ.წ. გაზაფხულზე კომპანიის სახელით 300 000 ლარი ჩაირიცხა „StopCov“ ფონდში.

კომპანია „დაფნა“ მადლობას უხდის საკუთარ მომხმარებლებს, უსურვებს მათ ჯანმრთელობას და მოუწოდებს დაიცვან ჯანდაცვის სამინისტრო რეკომენდაციები. დარჩი სახლში და ერთად გავიმარჯვებთ!

(R)