მეუფე იაკობი - ჭკუა აქვს იმ ადამიანს, რომელიც ამბობს, აღდგომას ტაძარში არ მიხვიდეთო? - მათგან დაავადებული ხალხი ჩვენთან მოდის

ჩვენ დავდივართ წირვებზე, მაგათგან დაავადებული ხალხი ჩვენთან მოდის. ხალხს რომ აპანიკებენ, ფსიქოზური მომენტები ეწყებათ, - ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა ჟურნალისტებს სამების საკათედრო ტაძარში განუცხადა. როგორც მეუფე აღნიშნავს, მრევლისთვის შეზღუდვების დაწესება და მოწოდებები, რომ ისინი აღდგომის ღამეს ტაძარში არ მივიდნენ, მიუღებელია.

ბოდბელი მიტროპოლიტი მეუფე იაკობი თვლის, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს ამირან გამყრელიძესა და მის მოადგილეს პაატა იმნაძეს ბოდიში აქვთ მოსახდელი მათი ხალხისადმი მოწოდების გამო, რომელიც სააღდგომო ლიტურგიაზე ტაძრებში მისვლისგან თავის შეკავებას შეეხებოდა.

„პირდაპირ ვამბობ ამას, ინფორმირებული ვარ და მინდა იცოდნენ, რომ ეკლესიაზე გადაბრალება არავის არ გაუვა. ყველამ იცოდეს თავისი საქმე. ჩვენ დავდივართ წირვებზე, მაგათგან დაავადებული ხალხი ჩვენთან მოდის. რომ აპანიკებენ, ფსიქოზური მომენტები ეწყებათ. ვინც არ მოდის, მათ, ალბათ, ფისოქანალიტიკოსები დასჭირდებათ. თვითონაც თავს თუ ვერ იკავებენ, სანამ გამოვლენ, ჯერ ფსიქოანალიტიკოსებთან გაიარონ, მერე მოვიდნენ და დაგველაპარაკონ.

ჭკუა აქვს იმ ადამიანს, რომელიც ამბობს, აღდგომას ტაძარში არ მიხვიდეთო? ამ ორ ადამიანზე ვლაპარაკობ, სხვა ექიმებზე არაფერი არ მაქვს სათქმელი. გულიანი ადამიანები არიან და სხვანაირად იქცევიან. ვფიქრობ, უნდა გამოვიდნენ და ბოდიში მოიხადონ, ღირსება რომ შერჩეთ. ეკლესიას ვერ მიაყენებენ დარტყმას. გამოსული ვიყავი, 12:00 საათამდე ქალაქში ვიარე. თქვენ ნახეთ ეს კადრები, ის იყო რიგები? „სილიოტკები“ ხომ არ ვართ „კილკის“ ქილაში ჩაგვალაგონ? დღეს რატომ არ მიხედა ხელისუფლებამ? ქვეყანა არეულობა იყო. ყველამ მიხედოს თავის საქმეს. ერთი რამეა, რაც უფრო შეზღუდავ ადამიანს, მით უფრო იქნება წინააღმდეგობა. რომელიმე ახლა ქუჩაში წინ დამხვდება? რომელიმე გაბედავს და წინ დამხვდება? გაიპარებიან,“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია