საქართველოს ეროვნული პლატფორმა განცხადებას ავრცელებს და „მთავრობის კომპრომისული გადაწყვეტილების გამო“, პროტესტს გამოთქვამს

მთავრობამ მკაფიოდ უნდა დაიკავოს სახელმწიფოებრივი პოზიცია, აღასრულოს კანონი და შეასრულოს მოვალეობა, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული პლატფორმის განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ისინი “პროტესტს გამოხატავენ საქართველოს მთავრობის „კომპრომისული“ გადაწყვეტილების გამო, რაც გამოიხატება საგანგებო მდგომარეობის დროს რელიგიური დღესასწაულებისთვის ქცევის განსხვავებული პირობების დადგენაში, რაც მოქალაქეების სიცოცხლის და ჯანმრთელობის საფრთხეს ზრდის”.

მათივე განცხადებით, ასეთი გადაწყვეტილება ასევე საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს, როგორც ქვეყნის ყველა მოქალაქის ინტერესთა და უსაფრთხოების დამცველის სიძლიერეს და რეპუტაციას.

“კომპეტენტური ეპიდემიოლოგები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, ნათლად და გასაგებად განმარტავენ, რომ მასობრივი თავშეყრა, მათ შორის ტაძრებსა თუ სხვა რელიგიურ ნაგებობებში, სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველია. შესაბამისად, პასუხისმგებლიანი მთავრობა და მოქალაქეები ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ და აღასრულონ დარგის სპეციალისტებისა და ექსპერტების ეს რეკომენდაცია და უზრუნველყონ მისი თანაბრად ყველას მიერ აღსრულება. განსაკუთრებით მაშინ როდესაც ქვეყნის სამედიცინო პერსონალისა და ინფრასტრუქტურის შეზღუდული რესურსი ვერ უზრუნველყოფს ეპიდემიის აფეთქების პირობებში სათანადო დაცვის შესაძლებლობებს. მიუღებელია პოლიტიკური განცხადება, რომლითაც თითქოს „ეკლესიამ აიღო პასუხისმგებლობა, რომ დაცული იქნება დისტანცია, ისინი ამას დაიცავენ, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში, ღვთისმოშიშობა გაცილებით უფრო ძლიერია, ვიდრე კანონმორჩილება“.

ვაცხადებთ, რომ სახელმწიფოს და მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ყველა შემთხვევაში მთავრობის რჩება და ის ან ამართლებს მას ან - ვერა. პასუხისმგებლობის სხვა ინსტიტუციაზე გადატანა სახელმწიფოს ფუნქციების შესრულებაზე უარის თქმის ტოლფასია.

ჩვენ ვხედავთ, რომ გამოწვევა, რომელიც ეკლესიისა და საჯარო ხელისუფლების კომპეტენციების გამიჯვნას უკავშირდება კრიტიკულად მნიშვნელოვანია და სერიოზულ საზოგადოებრივ განხილვას. საჭიროებს. შესაბამისად, ქვეყნის და მისი მოქალაქეების უსაფრთხოება არ უნდა დგებოდეს საფრთხის ქვეშ.

მიგვაჩნია, რომ მთავრობამ მკაფიოდ უნდა დაიკავოს სახელმწიფოებრივი პოზიცია, აღასრულოს კანონი და შეასრულოს მოვალეობა მოქალაქეთა წინაშე იმისათვის, რომ ავიცილოთ ეპიდემიის აფეთქების საფრთხე რათა ადამიანებს შევუნარჩუნოთ სიცოცხლე!

ამავე დროს მივმართავთ საქართველოს მოსახლეობას გამონაკლისების გარეშე გაითვალისწინონ ეპიდემიოლოგებისა და ინფექციონისტების რეკომენდაციები. გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა საკუთარი ოჯახების და მოსახლეობის მიმართ, ვინაიდან საფრთხე უდიდესია და თანაბრად გვეხება ყველას. მიუხედავად აღმსარებლობისა და პოლიტიკური გემოვნებისა ერთად უნდა გადავრჩეთ. #დავრჩეთ სახლში!” - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

ლიბერალური აკადემია თბილისი; საერთაშორისო ბიზნესის და ეკონომიკური განვითარების ცენტრი; ასოციაცია და რადიო „მწვანე ტალღა“; საქართველოს მწვანეთა მომძრაობა/დედამიწის მეგობრები; მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის; სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“; სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია ტოლერანტი; საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციების ასოციაცია; ჩართულობის და განვითარების ცენტრი;” ფერმერთა უფლებების დაცვის ასოციაცია”; ფონდი ”სამოქალაქო განათლების განვითარების მულტიეთნიკური რესურსცენტრი”; კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი; ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია ელკანა; ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო; საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ანალიტიკის ასოციაცია; სოციაცია ევროპული კვლევევბი საქართველოს ინოვაციური განვითარებისთვის; ასოციაცია "მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია”; საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაცია „საქართველოს ჩაი“; ქალთა ასოციაცია "თანხმობა”; ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი; გაერთიანება ჯანმრთელობისა და განათლებისთვის.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა