დავით ბაქრაძე - გილოცავთ აღდგომას, გისურვებთ ჯანმრთელობასა და სიმშვიდეს, გისურვებთ, რომ ქვეყანაში ყველაფერი ძალიან კარგად ყოფილიყოს

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე მოსახლეობას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს და კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში სიმტკიცისკენ მოუწოდებს.

დავით ბაქრაძის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ქვეყანა ამ ბრძოლიდან გამარჯვებული გამოვა.

„მინდა ყველას მივულოცო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული და თითოეულ ოჯახს ვუსურვო ჯანმრთელობა, მშვიდობა და სიმშვიდე. წლევანდელი აღდგომის აღნიშვნა ძალიან უჩვეულო და რთულ პირობებში გვიწევს. ჩვენ ყველა ვართ ჩართული ბრძოლაში იმ უხილავ მტერთან, რომელიც ჩვენი და ჩვენი ოჯახების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს ემუქრება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბრძოლიდან გამარჯვებული გამოვალთ. უნდა ვიყოთ მტკიცედ, მითუმეტეს დღევანდელ დღეს, რადგან არც ერთი სხვა დღე არ არის ისეთი სიმბოლური, როგორც აღდგომა, რომელიც ყველაზე დიდი დღესასწაულია სიცოცხლის, სინათლისა და იმედის გამარჯვების. ამიტომ, მტკიცედ უნდა ვიყოთ და ყველაფერი კარგად იქნება. გილოცავთ აღდგომას, გისურვებთ ჯანმრთელობასა და სიმშვიდეს. გისურვებთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი ძალიან კარგად ყოფილიყოს“, - აცხადებს ბაქრაძე.

კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად