ზვიად შალამბერიძე - მესამე დღეა, იმერეთში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა - 10 დღეში მოიხსნება შეზღუდვები როგორც სასაფლაოებთან, ასევე ქუთაისში შესვლა-გასვლასთან დაკავშირებით

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის განცხადებით, რეგიონში სასაფლაოებზე დაწესებული 10 დღიანი შეზღუდვის გაგრძელება საჭირო აღარ იქნება. როგორც შალამბერიძემ „ინტერპრესიუსს“ განუცხადა, 10 დღეში ქუთაისში შესვლისა და ქალაქიდან გასვლის შეზღუდვებიც მოიხსნება.

„სასაფლაოებზე ძალიან მშვიდი ვითარებაა. გუშინ იყო რამდნეიმე მსუბუქი შემთხვევა, მაგრამ სასაფლაოებზე მოსახლეობა მასიურად არ გავიდა არც გუშინ და არც დღეს. წესებს იცავენ და არ გვიწევს ვინმეს დაჯარიმება. ჩვენ ვმოქმედებთ არსებული სიტუაციის შესაბამისად, ამიტომ ვფიქრობ, 10 დღიანი ვადის გაგრძელელება არ დაგვჭირდება. 10 დღეში ქალაქის ჩაკეტვაც იხსნება და ხალხის რაოდენობა შემცირდება. მოსახლეობას საბოლოოდ ვერ ავუკრძალავთ, რომ სასაფლაოებზე გავიდნენ, მაგრამ ჩვენი მიზანი იყო, ყველა ერთად არ გასულიყო ორშაბათს. 10 დღის შემდეგ ამ შეზღუდვის გაგრძელების საჭიროება აღარ იქნება და ხალხი მივა თავისი მიცვალებულების სასაფლაოებზე“, - განაცხადა შალამბერიძემ.

სახელმწიფო რწმუნებულის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, მოქალაქეები კომენდანტის საათისა და გადაადგილების პირობების დარღვევისთვის დაჯარიმდნენ.

„ჯარიმები იყო, მაგრამ არა სასაფლაოზე. დაჯარიმდნენ მოქალაქეები კომენდარტის საათის დარღვევისა და გადაადგილების პირობების დარღვევის გამო. რაოდენობივრად, თუ არ ვცდები, გასული დღე ღამის განმავლობაში ზოგადად იმერეთში 10-მდე ჯარიმა დაიწერა “, - განაცხადა შალამბერიძემ.

ამასთან, გუბერნატორის ინფორმაციით, იმერეთის რეგიონში არის როგორც სურსათის, ასევე მედიკამენტების მარაგები და მუდმივად ხდება სასურსათო მაღაზიარებისა და აფთიაქების მომარაგება.

„პროდუქტის შემოტანა ქვეყანაში და მათ შორის იმერეთის რეგიონშიც არ არის შეზღუდული. შიდა და საერთაშორისო გადაზიდვები ჩვეულებრივად მიმდინარეობს. არც დისტრიბუციას შექმნია პრობლემა“, - განაცხადა შალამბერიძემ.

რაც შეეხება კორონავირუსით რეგიონში ინფიცირებული ადამიანების რაოდენობას, როგორც ზვიად შალამბერიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მესამე დღეა, რაც იმერეთში ინფიცირებულების რაოდენობის მატება არ არის.

„გუშინაც 26 ტესტი იყო გაკეთებული და არცერთი არ არის დადებითი covid-19-ზე. შესაბამისად, გვყავს მხოლოდ 26 ინფიცირებული ადამიანი, რომლებიც მკურნალობას განაგრძობენ“, - განაცხადა შალამბერიძემ.

იხილეთ ვიდეო: მესამე დღეა, იმერეთში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა - სახელმწიფო რწმუნებული

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში