ამირან გამყრელიძე და ხათუნა ზახაშვილი მშობლებს ბავშვების გეგმური იმუნიზაციისკენ მოუწოდებენ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე და ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი მოსახლეობას ბავშვებისთვის გეგმური იმუნიზაციის გაკეთებისკენ მოუწოდებენ. ხათუნა ზახაშვილის თქმით, შექმნილი მდგომარეობის მიუხედავად, შესაძლებელია, რომ გეგმური ოპერაციები, ამბულატირიული მომსახურება და სხვა სამედიცინო სერვისები საზოგადოებას მიეწოდოს.

„იმუნიზაცია არის ყველაზე დიდი მიღწევა, რაც კაცობრიობაში პროფილაქტიკური მედიცინის კუთხით არსებობს. იმუნიზაცია არ უნდა შეჩერდეს, იმუნიზაცია გრძელდება. COVID ინფექცია არ უნდა იქცეს სხვა დანარჩენი, ვაქცინით მართვადი ინფექციის რისკების გაზრდის შესაძლებლობად. არ დაგავიწყდეთ, თუ თქვენ შვილებს ესაჭიროებათ იმუნიზაცია, აუცილებლად მიმართეთ სამედიცინო სერვისების მიმწოდებლებს. ქვეყანაში გეგმიური იმუნიზაციისათვის ვაქცინების მარაგი არსებობს. აცერით და დაიცავით“,-განაცხადა ზახაშვილმა.

ამირან გამყრელიძის განცხადებით კი, აუცილებელია ბავშვებს აცრები ჩაუტარდეთ, თუმცა ექიმთან მისვლა წინასწარი შეთანხმებით უნდა მოხდეს.

„აუცილებელია, რომ ბავშვები მაინც მივიყვანოთ ექიმებთან, ოღონდ წინასწარი შეთანხმებით და აუცილებლად ყველა ბავშვმა უნდა მიიღოს ის აცრა, რომელიც ეკუთვნის, რათა დაცულები ვიყოთ. მადლობა იმ 150 000 ადამიანს, ვინც შარშან წითელას საწინააღმდეგო აცრა გაიკეთა. ამის შედეგად, წელს წითელას 12 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს მხოლოდ. წელს ვინც კიდევ მოვა, მომავალ ამ დროს წითელა ნული გვექნება და ვიტყვით, რომ წითელას სრული აღმოფხვრისკენ მივდივართ. მანამდე იმედია COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა, წამალი გამოჩნდება და მსოფლიო და ჩვენც მათთან ერთად, დავამარცხებთ COVID-ს“,-აღნიშნა გამყრელიძემ.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს