14.07.2025 / 09:02
“ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ კონტეინერებით იმპორტირებული მსუბუქი მანქანების პარკირების გადასახადის შეჩერების ვადას 27 აპრილის ჩათვლით ახანგრძლივებს

“ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ კონტეინერებით იმპორტირებული მსუბუქი ა/მანქანების პარკირების გადასახადის შეჩერების ვადას 27 აპრილის ჩათვლით ახანგრძლივებს. ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული.

“ძვირფასო მომხმარებლებო, გაცნობებთ, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ბოლო დროს საქართველოს ტერიტორიაზე შემოღებული ავტოტრანსპორტით გადაადგილების შეზღუდვის ვადების გაგრძელებასთან დაკავშირებით, “ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ (კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური) აგრძელებს კონტეინერებით იმპორტირებული მსუბუქი ა/მანქანების პარკირების გადასახადის შეჩერების ვადას 27 აპრილის ჩათვლით, ნაცვლად 25 აპრილის 21:00 საათისა.

შეგახსენებთ, რომ პარკირების გადასახადი შეჩერებულია 15 აპრილის 21:00 საათიდან. აღნიშნული ეხება მხოლოდ ზემოთ მოცემული პერიოდის [15 აპრილი - 27 აპრილი] განმავლობაში წარმოშობილ პარკირების გადასახადს და ამოღებული იქნება პარკირების საერთო საფასურიდან. იყავით უსაფრთხოდ”,-აღნიშნულია განცხადებაში.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ