„ევროპული საქართველო" მთავრობას ანტიკრიზისული გეგმის საკუთარ ვერსიას სთავაზობს

„ევროპული საქართველო" მთავრობას რამდენიმე კომპონენტიან ანტიკრიზისულ გეგმას სთავაზობს. როგორც პარტიის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, სრულფასოვანი ანტიკრიზისული გეგმა უმუშევრად დარჩენილებისთვის კომპენსაციას უნდა მოიცავდეს. მისივე თქმით, აუცილებელია, რომ ანტიკრიზისული გეგმა ასევე მოიცავდეს პოსტკრიზისულ სტადიაზე ინვესტიციების მოზიდვისა და ბიზნესის გამოცოცხლების გეგმას.

„ასევე, ეს გეგმა უნდა მოიცავდეს, სახელფასო კომპენსაციას უმუშევრად დარჩენილებისთვის, სოციალურ კომპენსაციას თვითდასაქმებულებისა და გაჭირვებული მოსახლეობისთვის. დახმარება ბიზნეს გადასაახადების შემცირებისა და მიმდინარე გადასახადების განულების გზით, საბიუჯეტო სახსრების მკვეთრად შემცირება და გამოთავისუფლებული თანხების დახარჯვა სოციალური მიზნისთვს და ბოლოს, უნდა მოიცავდეს პოსტკრიზისულ სტადიაზე ინვესტიციების მოზიდვისა და ბიზნესის გამოცოცხლების გეგმას. ამის გარდა, დამატებით ბონუსად ჩვენ ვთავაზობთ ხელისუფლებას საპენსიო ფონდის გამოყენებასაც და ჩვენი ხედვით, სწორედ ეს არის სრულფასოვანი ეკონომიკური გეგმა, რომელიც დაეხმარება მოსახლეობას და გადაარჩენს ჩვენს ეკონომიკას.

რაც შეეხება მთავრობის წარმოსახვით ვარიანტს, ცუდია, რომ დღემდე არ წარმოდგენილა ასეთი გეგმა, მათ შორის ცუდია, რომ პარლამენტშიც არ წარმოდგენილა ასეთი გეგმა, მაშინ როცა კენჭი ეყრებოდა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას. დაველოდოთ ხვალიდნელ დღეს და შევხედოთ, რას შემოიტანს მთავრობა და რამდენად შეესაბამება მათი ხედვა ყველა იმ მოთხოვნას და კრიტერიუმს, რომელიც ჩამოვთვალე და გვაქვს," - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა