სადაზღვევო კომპანია „ბენეფიტსმა“ ლუგარის კვლევით ცენტრს 5000 პსრ ტესტის ჩასატარებელი ნაკრები გადასცა

სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში სადაზღვევო კომპანია „ბენეფიტსმა“ 5000 პსრ ტესტის ჩასატარებელი ნაკრები უკვე გადასცა ლუგარის კვლევით ცენტრს და დღეიდან ხელმისაწვდომია.
ქვეყნის ყველაზე დიდ გამოწვევასთან, COVID-19-ის გავრცელებასთან ბრძოლაში, როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე კერძო სექტორისთვის მოსახლეობის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა უპირველესი ღირებულებაა.

ერთობლივი ძალისხმევით, კოორდინირებული მუშაობითა და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენით, გვჯერა რომ დროულად დავძლევთ ამ გამოწვევას და შევძლებთ ძველი ცხოვრების რიტმის დაბრუნებას.
(R)
























