საგანგებო და კარანტინის წესების განმეორებით დარღვევა 6 წლამდე პატიმრობით დაისჯება

საგანგებო და კარანტინის წესების განმეორებით დარღვევა 6 წლამდე პატიმრობით დაისჯება. პარლამენტმა სამი მოსმენით სისხლის სამართლის, ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ახალი ნორმები შეიტანა.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე განმარტავს, თუ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, ფიზიკური პირი პრეზიდენტის დეკრეტით და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილ წესებს დაარღვევს, პირველ შემთხვევაში ამისთვის 3 000 ლარით დაჯარიმდება, იურიდიული პირის შემთხვევაში კი ჯარიმა 15 000 ლარია.

„359 პრიმა მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირი დაისჯება 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთით საგანგებო და კარანტინის რეჟიმის დარღვევისთვის. თუ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ პრეზიდენტის დეკრეტით და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილ წესებს დაარღვევს პირი, პირველ შემთხვევაში ამისთვის ის ისჯება 3 000 ლარიანი ჯარიმით და იურიდიული პირის შემთხვევაში ეს არის 15 000 ლარი. ამის შესახებ საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია. ამის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კონკრეტული პირი დაისჯება 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. ეს ზომები და სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანა და ერთი ახალი მუხლის დამატება საჭირო გახდა იმისთვის, რომ არ იყო განჭვრეტადი ადმინისტრაციული ჯარიმის დადგენის დაკისრების შემდეგ, რა პასუხისმგებლობა ეკისრებოდა პირს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით. კონკრეტული რეგულაცია არსებობს, რომელიც გათვალისწინებულია პრეზიდენტის დეკრეტით, მაგრამ ეს ქმედება, როგორც დანაშაული პირველად შემოვიდა სისხლის სამართლის კოდექსში. ასევე არის იქ მითთება რომ პრეზიდენტის დეკრეტით თუ სხვა რამ არის გათვალისწინებული, ამ შემთხვევაში, მოქმედებს პრეზიდენტის დეკრეტით გათვალისწინებული სანქცია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში