14.07.2025 / 09:02
ყველა ის კომპანია, რომელიც სამუშაო ადგილებს შეინარჩუნებს, 6 თვის განმავლობაში, 750 ლარამდე ხელფასის ანგარიშით, მიიღებს სრულ სუბსიდირებას საშემოსავლო გადასახადის ნაწილში

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, 6 თვის განმავლობაში საშემოსავლო გადასახადის ნაწილში კომპანიებისთვის, რომლებიც სამუშაო ადგილებს შეინარჩუნებენ, სუბსიდირება განხორციელდება. აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.

„ყველა ის სამუშაო ადგილი და ყველა ის ადამიანი, ყველა ის კომპანია, რომელიც შეინარჩუნებს თითოეულ სამუშაო ადგილს 6 თვის განმავლობაში, 750 ლარამდე ხელფასის თვალსაზრისით, მიიღებს სრულ სუბსიდირებას საშემოსავლო გადასახადის გადახდის ნაწილში.

გარდა ამისა, იგივე სახის სუბსიდირებას 750 ლარის ანგარიშით მიიღებს, ყველა სამუშაო ადგილი, რომელიც არის შენარჩუნებული და არის 1500 ლარამდე.

ფაქტობრივად, ჩვენ ამით ვეხმარებით, როგორც საქართველოს მოქალაქეს, ასევე მეწარმეს რომ ამით შეინარჩუნოს სამუშაო ადგილი, ხოლო ჩვენმა მოქალაქემ ხელფასი და შემოსავალი. ამ ღონისძიების ბუჯეტი გახლავთ 250 მილიონი ლარი“, - განაცხადა პრემიერმა.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ