„სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველო“ დასაქმების ვირტუალურ ფორუმს გამართავს

27 და 28 აპრილს „სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველო“ დასაქმების დისტანციურ ფორუმს მართავს და კომპანიებს მასში მონაწილეობის შესაძლებლობას სთავაზობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, წელს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების მეორე ნაკადი დაასრულებს სწავლას და საქართველოს შრომის ბაზარს შეემატებიან კომპიუტერული მეცნიერების, კომპიუტერული ინჟინერიის, ელექტრული ინჟინერიის და ქიმია-ბიოქიმიის დარგის ახალი პროფესიონალები.

„სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველო არის ერთ-ერთი პირველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ქვეყანაში, რომელიც COVID-19-ის მსოფლიო პანდემიასთან დაკავშირებული ვითარებიდან გამომდინარე, სწავლების და ოპერირების სრულიად ელექტრონულ მოდელზე გადავიდა. დასაქმების ფორუმის ფორმატში, სტუდენტებთან შეხვედრის მსურველ კომპანიებს ეძლევათ ორი საათი ონლაინ ინტერვიუებისთვის მათთვის სასურველ დროს. მოცემული 2 საათის განმავლობაში, დაინტერესებული სტუდენტები, რომლებიც წინასწარ დარეგისტრირდებიან მათთვის სასურველ ორგანიზაციებთან შეხვედრაზე, ჩაერთვებიან 10-15 წუთიან ონლაინ გასაუბრებებში. პარტნიორ ორგანიზაციებს ასევე მიეცემათ შესაძლებლობა, გამოიყენონ კარიერული სერვისების ვებ-გვერდი, რომელიც ექსკლუზიურად ხელმისაწვდომია სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორებისა და სტუდენტებისათვის. აღნიშნული პლატფორმის გამოყენებისას კომპანიებს შესაძლებლობა ეძლევათ, სრულიად უფასოდ გაავრცელონ ინფორმაცია ორგანიზაციის, მიმდინარე ვაკანსიებისა და სტაჟირებების შესახებ და მიიღონ წვდომა სტუდენტების რეზიუმეების ბაზაზე. სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველო ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის დაფინანსებით შემოვიდა საქართველოში და 2014 წლიდან, სამ პარტნიორ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი), აშშ-ში აკრედიტებულ საერთაშორისო საბაკალავრო პროგრამებს ახორციელებს საინჟინრო და საბუნებისმეტყველო დარგებში“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო