გიორგი გახარია - პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილი ადამიანები 1 200 ლარიან დახმარებას მაისიდან მიიღებენ

პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილი ადამიანები 1 200 ლარის ოდენობით დახმარებას მაისიდან მიიღებენ. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დახმარებას მოქალაქეები ფინანსთა სამინისტროს ბიუჯეტიდან მიიღებენ.

„ეს იქნება ფინანთა სამნისტროს ბიუჯეტი. ეს არის სახელმწიფოს მიზნობრივი, სოციალური დახმარება კონკრეტული მოქალაქის, კონკრეტული პირისთვის. ათვლა მოხდება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან და გადარიცხვები დაიწყება მაისიდან, მაშინ, როდესაც შემოსავლების სამსახურს პირველი ინფორმაცია ექნება კომპანიების მიერ ჩაბარებული დეკლარაციების სახით და მაშინ, როდესაც ჩვენ დავინახავთ, რომ ადამიანმა სამუშაო დაკარგა“, - განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობა პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილ ადამიანებს 6 თვის განმავლობაში 1 200 ლარით, ანუ თვეში 200 ლარით დაეხმარება.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს