„საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი - SEU“-ს მედიცინის სკოლის ინიციატივით იმართება ონლაინ პანელ-დისკუსია თემაზე: “COVID 19-ის მართვა ინტენსიურ თერაპიაში”

26 აპრილს, 17:00 საათზე “საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი - SEU”-ს მედიცინის სკოლის ინიციატივით იმართება ონლაინ პანელ-დისკუსია თემაზე: “COVID 19-ის მართვა ინტენსიურ თერაპიაში”. დისკუსიის მიზანია არსებული პანდემიის ყველაზე აქტუალური საკითხების გარშემო გამოცდილებისა და რეკომენდაციების გაზიარება.

„სეუ“ უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, რომ თავიანთი გამოცდილება გაუზიარონ სხვებს და ასევე, მოისმინონ მოსაზრებები მათთვის საინტერესო თემებზე COVID19-ის გარშემო. დისკუსიაში მონაწილეობას იღებენ აშშს, ისრაელის, გერმანიის და საქართველოს წამყვანი კლინიკების ექიმები. მსგავსი დისკუსიები ძალიან დიდ როლს თამაშობს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და პანდემიასთან ეფექტურად გამკლავებაში.

პანელ-დისკუსიის მოდერატორია ინტენსიური თერაპიის ექიმი, ანესთეზიოლოგი, “საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი - SEU”-ს მოწვეული ლექტორი ბატონი ანზორ ჩომახიძე.

შეხვედრა გაიმართება ფეისბუქ ლაივის საშუალებით, უნივერსიტეტის ოფიციალურ გვერდზე. (https://www.facebook.com/seu.edu.ge/)

სპიკერები: ანზორ ჩომახიძე - ინტენსიური თერაპიის ექიმი ანესთეზიოლოგი, ჯო ენის სამედიცინო ცენტრი “საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი - SEU”-ს მოწვეული ლექტორი

თამარ ჟამურაშვილი - ექიმი პულმონოლოგი, შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკა, ბერლინი

ნანა გეგეჭკორი - ექიმი კარდიოლოგი, მაუნთ სინაი ჰოსპიტალი, ნიუ იორკი, აშშ

ვასილ ხაჩიაშვილი - ექიმი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, ბრაზილაი საუნივერსიტეტო სამედიცინო ცენტრი, ისრაელი.

პროფესორი ლევან რატიანი - ექიმი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა

ვახო კალოიანი - ექიმი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, ნიუ ჰოსპიტალსი

გიორგი გოგიშვილი - ექიმი კარდიოლოგი, იოანე მოწყალის სახ. პრივატ კლინიკის სამედიცინო ხელმძღვანელი

ირაკლი გოგოხია - ექიმი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, თბილისის რეფერალური ჰოსპიტალის კლინიკური დირექტორი

პროფესორი მაკა ბულეიშვილი - “საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი - SEU”-ს პროფესორი ექიმი თერაპევტი ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა,რესპუბლიკური საავადმყოფო, მედისონ ჰოლდინგის ამბულატორიული ექსელის ექსპერტი

ეკა მგელაძე - ექიმი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, ჯო ენის სამედიცინო ცენტრი

ირაკლი თოდუა - ექიმი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, ქონი აილენდ ჰოსპიტალი, ნიუ იორკი, აშშ

(R)

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა