გერმანია-პოლონეთის საზღვრის ორივე მხარეს ასობით ადამიანმა მკაცრი კარანტინი გააპროტესტა

ასობით ადამიანმა, რომელიც პოლონეთში ცხოვრობს და გერმანიაში მუშაობს, ორი ქვეყნის საზღვართან მკაცრი კარანტინის წინააღმდეგ აქცია გამართა. ისინი საზღვრის გახსნასა და ზომების შემსუბუქებას ითხოვენ.

მათი თქმით, რამდენიმე კვირაა უსამსახუროდ დარჩნენ.

„ექვსი კვირაა უკვე სახლში ვარ, საზღვარს ვერ ვკვეთ, ვერ მივდივარ სამსახურში, ჩემს სტუდენტებთან“,- აცხადებს პოლონეთის მხარეს მცხოვრები მირელა ბინკიევიჩი „როიტერსთან“ საუბარში.

აღსანიშნავია, რომ აქცია საზღვრის ორივე მხარეს გაიმართა. მედიის ინფორმაციით, პოლონეთის მხრიდან აქციაზე დაახლოებით 300, ხოლო გერმანიის მხრიდან 100 დემონსტრანტი იმყოფებოდა.

ცნობისთვის, ორ ქვეყანას შორის საზღვარი 15 მარტს ჩაიკეტა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს