"სილქნეტი" საქველმოქმედო საქმიანობას უცვლელ რეჟიმში განაგრძობს

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წარმატებით გაიარა პირველი აუდიტი და შემოსავლების სამსახურისგან საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსი მიიღო.

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ დიდ მადლობას უხდის ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ფონდის საქმიანობაში. აღნიშნული სტატუსის საფუძველზე, ფონდი საქართველოს კანონმდებლობით თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადის ვალდებულებისაგან. ამ გადასახადის ტოლფასი თანხები კი სრულად მოხმარდება ფონდის ბენეფიციარებს, რაც, სამომავლოდ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდს“ საშუალებას მისცემს, კიდევ უფრო გააფართოვოს თავისი საქმიანობა.

სილქნეტმა „დაჭრილ მქბრძოლთა თანადგომის ფონდი“ 2018 წლის ზაფხულში დააფუძნა იმ მიზნით, რომ მხარში დაუდგეს ქვეყნის მთლიანობისთვის სხვადასხვა დროს გამართულ ბრძოლებში და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე დაჭრილ ვეტერანებსა და სამხედრო მოსამსახურეებს. ფონდის საქმიანობა განისაზღვრება ჯანმრთელობის, განათლებისა და ადაპტირების კუთხით არსებული საჭიროებების დაფინანსებით. სილქნეტმა მოუწოდა საზოგადოებას და ბიზნესს, ერთიანი ძალისხმევით ჩართულიყვნენ ამ მნიშვნელოვან საქმეში სილქნეტის მხარდამხარ. თავად სილქნეტმა, როგორც ფონდის დამფუძნებელმა, მიმდინარე წელს გაასამმაგა ფონდის ანგარიშზე საკუთარი ყოველწლიური შენატანი და 120 000 ლარის ნაცვლად 320 000 ლარი გახადა.

ფონდის არსებობის მეორე წელს განსაკუთრებით მოიმატა საზოგადოებრივმა თანამონაწილეობამ ფონდის დაფინანსებაში. სულ უფრო მეტმა კერძო პირმა და ორგანიზაციამ, მათ შორის საქართველოში აკრედიტებულმა სხვადასხვა დიპლომატიურმა მისიამ, შეიტანა ფონდში შემოწირულობა. სილქნეტმა საზოგადოებას ფონდის დაფუძნებისთანავე აცნობა, რომ საჯაროდ წარადგენდა ფონდის გამჭვირვალე საქმიანობის პერიოდულ ანგარიშგებას.

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდს“ საქმიანობა არც პანდემიის პერიოდში არ შეუჩერებია. ამასთან, დასრულებულია ფონდის საგადასახადო და ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, რომლის მიზანი იყო ფონდის წელიწადნახევრიანი საქმიანობის მართებულობისა და გამჭვირვალობის დადასტურება და ფონდის მიერ დეკლარირებულ კრიტერიუმებთან მისი თანხვედრა. სილქნეტის მიერ დაფუძნებულმა „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ მიმდინარე წლის 14 აპრილს საქართველოს შემოსავლების სამსახურისგან ოფიციალურად მიიღო საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა.

(R)

ვიქტორ ყიფიანი - მოსკოვს ჰიბრიდულ-რევიზიონისტული საგარეო კურსის შესანარჩუნებლად სჭირდება ჟენევის მსგავსი ფორმატები, ძველი ან ახალი „წითელი ხაზების“ მონიშვნით საკუთარი და სხვისი ძალების მოსინჯვა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.06.2021
ხათუნა ბურკაძე - შეცვლილ საერთაშორისო გარემოში საქართველოს ალიანსში წევრობისათვის აუცილებელია ქვეყნის ახალი ფუნქციის გამოკვეთა
შვეიცარული პრემიუმ ბრენდი HORMETA უკვე ხელმისაწვდომია საქართველოში, ექსკლუზიურად PSP-ში
ვაშლის და საზამთრო-ნესვის არომატი – "სნო" ზაფხულს წყლის ახალი არომატებით იწყებს (R)
მოგზაურობა ძველ თბილისში და კულინარიული სამოთხე გურმანებისთვის - თბილისში უნიკალური სივრცე „ბაზარი“ გაიხსნა
ბინა განვადებით ლარში - „თეთრი კვადრატის“ ექსკლუზიური შეთავაზება უძრავი ქონების ბაზარზე
„ბრითიშ ამერიკან ტობაკო“ - კომპანია მსოფლიოს მასშტაბით აქტიურად არის ჩართული არალეგალური თამბაქოს პროდუქტებთან ბრძოლაში და თანამშრომლობს მრავალი ქვეყნის შესაბამის სტრუქტურებთან
კომპანია "ოთი ისთეითს" ინდონეზიის საელჩოს რწმუნებული ეწვია
"ფილიპ მორის საქართველო" თამბაქოს არალეგალურ ვაჭრობასთან დაკავშირებით პარლამენტში გამართულ დისკუსიას ეხმაურება
საქართველოს უნივერსიტეტის საჩუქარი 2021 წელს ჩარიცხული სტუდენტებისთვის