კახა კალაძე - თუ ბოლომდე შევასრულებთ  სპეციალისტების მოთხოვნებს, სწრაფად დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს, თუმცა იქაც უნდა გავითვალისწინოთ უსაფრთხოების ზომები

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, უსაფრთხოების ზომების გამოყენება მას შემდეგაც აუცილებელი იქნება, რაც ქვეყანა ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება. როგორც კალაძემ ვიდეო მიმართვაში განაცხადა, ყოველდღიურ ცხოვრებაში საზოგადოებას მოუწევს ისეთი საშუალებების გამოყენება, როგორიც არის სოციალური დისტანცია, პირბადეები, სადეზინფექციო საშუალებები და ა.შ.

„ვისურვებდი, რომ ძალიან სწრაფად და ძალიან მალე გამოვიდეთ ამ რთული მდგომარეობიდან ნაკლები დანაკარგით. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მესმის, რამდენად რთულია ასეთ პირობებში ცხოვრება. ჩვენ არ ვართ გამონაკლისი, მთელი მსოფლიო ამ ვითარებაში იმყოფება. მინდა, ყველას ჯანმრთელობა და წარმატება გისურვოთ. დარწმუნებული ვარ, თუ ბოლომდე შევასრულებთ და დავიცავთ სპეციალისტების მოთხოვნებს, ძალიან სწრაფად გამოვალთ ამ მდგომარეობიდან და დავუბრუნდებით ჩვენი ცხოვრების ჩვეულ რიტმს, თუმცა იქაც მაქსიმალურად უნდა გავითვალისწინოთ უსაფრთხოების ზომები: სოციალური დისტანცია, პირბადეები, სადეზინფექციო საშუალებები - ყველაფერი უნდა იყოს გათვალისწინებული. არ უნდა გავუთამამდეთ მტერს, რომელსაც ვერ ვხედავთ,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა