მეუფე დანიელი - თუ ადამიანი არ ეზიარება და უბრალოდ კოვზს შეეხება, ის არის ღვთაებრივი ენერგიის მატარებელი და აუცილებლად განიკურნება, ამაშია ახსნა, თუ რატომ აცხადებს ეკლესია, რომ ერთი კოვზით ზიარება არ არის სახიფათო

საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტის, მეუფე დანიელის განცხადებით, კოვზი, რომლითაც ზიარება ხდება ღვთაებრივი ენერგიის მატარებელია.

როგორც მეუფე დანიელმა სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ერთი კოვზით ზიარება სახიფათო არ არის.

"კოვზი, რომლითაც ხდება ზიარება ეხება იესო ქრისტეს ხორცს და სისხლს. თუ ადამიანი არ ეზიარება და უბრალოდ კოვზს შეეხება, ის არის ღვთაებრივი ენერგიის მატარებელი და ის აუცილებლად განიკურნება. ამაშია ახსნა, თუ რატომ აცხადებს ეკლესია, რომ ერთი კოვზით ზიარება არ არის სახიფათო",- განაცხადა მეუფე დანიელმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საერთო კოვზით ზიარება ინფიცირების უდიდესი რისკის შემცველია.

„ეს აშკარაა, რომ ისევე როგორც ყველა სახის დისტანცია არის ერთადერთი საშუალება დღეის მდგომარეობით ამ ინფექციისგან თავის დაცვის, რა თქმა უნდა, კოვზიც არის ინფიცირების უდიდესი რისკის შემცველი,“ - აღნიშნა გიორგი გახარიამ, რითაც მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვაზე - არის თუ არა ზიარების დროს გამოყენებული საერთო კოვზი ინფიცირების წყარო და საჭიროა თუ არა სამეცნიერო კვლევა ამის დასადგენად.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა