თენგიზ ცერცვაძე - სულ ექვსი გარდაცვლილი პაციენტია ჩვენთან, ეს  დიდი ალბათობით მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში კორონავირუსის მკურნალობის ტაქტიკა და პაციენტების მოვლაც სწორია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ის, რომ ქვეყანაში კორონავირუსით სულ ექვსი ადამიანია გარდაცვლილი, მიუთითებს, რომ საქართველოში მკურნალობისა და პაციენტების მოვლის ტაქტიკა სწორია.

მისი თქმით, საქართველოში კორონავირუსის სამკურნალო 10 კლინიკაში საერთო მიდგომებია შემუშავებული, ხოლო ყველა პაციენტთან, კოვიდინფექციის გართულებებიდან გამომდინარე მკურნალობა ინდივიდუალურად ხდება.

„სულ 6 გარდაცვლილი პაციენტია ჩვენთან, რაც ერთ-ერთი სუკეთესო მაჩვენებელია. შესაბამისად, ეს ძალიან დიდი ალბათობით მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში მკურნალობის ტაქტიკა სწორია და პაციენტების მოვლაც სწორია. ჩვენთან კორონავირუსის მკურნალობა ხორციელდება 10 კლინიკაში ერთიანი მიდგომით. ერთიანი პრინციპებით ხდება როგორც დიაგნოსტირება, ასევე მკურნალობის შერჩევა, ამავე დროს, თითოეულ პაციენტთან მკურნალობის საკითხი წყდება ინდივიდუალური მიდგომით, იმიტომ, რომ კოვიდი მრავალსახოვანი დაავადებაა, ახალია, ბევრი ისეთი თვისება და გართულება აღმოაჩნდა, რაც არ იყო ექიმებისთვის ცნობილი და გვიხდება გზადაგზა მივიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და ჯერჯერობით დიდი წარატებებით“,- განაცხადა ცერცვაძემ.

მისი თქმით, მედიკამენტი „პლანქველინი“ კორონავირუსის სამკურნალოდ კვლავ მთავარ მედიკამენტად რჩება და ამ მიმართულებით პროტოკოლში ცვლილება ჯერჯერობით არ იგეგმება.

„რაც შეხება გაიდლაიში ცვლილებას, „პლანქველინის“ თვალსაზრისით ცვლილება არ მომხდარა, იმიტომ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში გაჩნდა შენიშვნები ექიმებისა და ექსპერტების მხრიდან, რომ „პლანქველინი“ შესაძლოა არ იყოს ისე ეფექტური, როგორც ეს თავიდან ეგონათ, ამის მიუხედავად ამერიკის წამლის და საკვები პროდუქტების სააგენტომ, რომელიც არის მსოფლიოში მთავარი ორგანო, რომელიც წყვეტს საკითხს, თუ რა მედიკამენტები უნდა იყო გამოყენებული რომელი დაავადების დროს, მას არ შეუცვლია თავისი გადაწყვეტილება, რომელიც გამოიტანა 28 მარტს, სადაც რეკომენდაცია მისცა მხოლოდ „პლანქველინს“. შესაბამისად, სანამ ეს ორგანიზაცია არ გადახედავას ამ შეხედულებას, იმ შემთხვევეში, თუ მიიღო სერიოზული მტკიცებულებები, რომ სხვა რომელიმე მედიკამენტი უკეთესია, ამ პუნქტში საქართველოში ცვლილება არ იქნება და „პლანქველინი“ რჩება ძირითად სამკურნალო საშუალებად“,- განაცხადა ცერცვაძემ.

ლევან ალაფიშვილი - თუკი სასამართლოს არ აქვს საკმარისი ნდობა, მართლმსაჯულების საკონტროლებლად საზოგადოებას ერთადერთი ბერკეტი აქვს დარჩენილი - მისი მაქსიმალური ღიაობა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორი გენერალურ პროკურორს ღია წერილით მიმართავს
ტრანსფერ ფრაისინგი - გლობალური სტანდარტი ბიზნესის გამჭვირვალობისთვის
როგორ შევარჩიოთ კონდიციონერი გონივრულად?