გიგლა მიქაუტაძე - მთავრობამ დასაქმებულების მინიმუმ მესამედი დახმარების გარეშე დატოვა

მთავრობამ დასაქმებულების მინიმუმ მესამედი დახმარების გარეშე დატოვა, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის’’ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგლა მიქაუტაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობამ მიზერული თანხები გამოყო შემოსავლის გარეშე დარჩენილი ადამიანებისთვის, მინიმუმ 500.000 ადამიანზე მეტი ამ დახმარებასაც ვერ მიიღებს.

„ძიძები, ხელოსნები, მკერავები თუ მსგავსი ტიპის თვითდასაქმებული ადამიანები ვერ შეძლებენ ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილებას და დახმარების გარეშე დარჩებიან, რაც ყოვლად მიუღებელია.

თუკი სოციალური დახმარებების განაწილება გამორიცხვის პრინციპს დაეფუძნებოდა, რასაც ჩვენ ვთავაზობდით მთავრობას „ლელოს მოდელის“ მიხედვით, არც ერთი არაფორმალურად დასაქმებული არ დარჩებოდა სოციალური დახმარების გარეშე. მთავრობამ კი აირჩია მეთოდოლოგია, რომელიც საქართველოს შემთხვევაში არ მუშაობს, ვინაიდან ეკონომიკაში დიდია არაფორმალური სექტორის წილი. ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში 840 000 ადამიანი თვითდასაქმებულია. თუმცა, მათგან მხოლოდ 150 000-ს გააჩნია ოფიციალური სტატუსი. ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ინსტრუქციის მიხედვით, დახმარებას, ერთჯერადი 300 ლარის ოდენობით, მხოლოდ ის პირები მიიღებენ, ვინც დოკუმენტურად დაასაბუთებს, რომ იყო დასაქმებული’’, - განაცხადა გიგლა მიქაუტაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას „ლელო საქართველოსთვის" ავრცელებს.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“