ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენელი ნათია ნინიკელაშვილი - ქალმა მეწარმეებმა სწრაფად აუღეს ალღო პრობლემებს და ახალ რეალობაზე გადაწყობა მოახდინეს

უკვე მესამე წელია, რაც პროექტი „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ გაერო-ს ქალთა ორგანიზაციისა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი პარტნიორი საქართველოს ფერმერთა ასოციაციაა. ქალ მეწარმეთა მთავარი გამოწვევად განათლება და ფინანსებზე ხელმისაწვდომობა რჩება. შესაბამისად, პროექტის ფარგლებში 150 ქალს, რომლებიც დასავლეთ საქართველოში სხვადასხვა ბიზნეს საქმიანობას ეწევიან, კვალიფიკაციის ასამაღლებლად შესაბამის ტრეინინგები ჩაუტარდათ და ფინანსური მხარდაჭერაც მიიღეს.

რამდენად მიღწეულია პროექტის მიზნები და რა გავლენა მოახდინა COVID 19 პანდემიამ ქალ მეწარმეებზე, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსი“ „საქართველოს ფერმერთა ასოციაციის" წარმომადგენელსა და პროექტის მენეჯერს ნათია ნინიკელაშვილს ესაუბრა:

- მესამე წელია საქართველოშიქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტიმიმდინარეობს, ამ დროისთვის რამდენადაა მიღწეული პროექტის მიზნები და როგორია პანდემიის გავლენა პროექტის შედეგებზე?

- პროექტის ფარგლებში 150-ზე მეტ ქალ ბენეფიციარს გაეწია ტექნიკური და ფინანსური დახმარება, დღემდე მიმდინარეობს სამუშაოები მათი ბიზნესებისთვის საიმედო ბიზნეს-პარტნიორების მოძიებისთვის. მოხდა მათი პროდუქტებისა და მომსახურების ბრენდირება და პროექტის მიზანი, რომ პროექტის დასრულების შემდეგ, ეს ბიზნესები დავტოვოთ მდგრადი განვითარების იმ ეტაპზე, როცა შეეძლებათ მიღებული ცოდნით ტექნიკური და ფინანსური დახმარებით გააგრძელონ განვითარება, ვფიქრობ, მიღწეული იქნება. პანდემიამ, როგორც ყველაგან პროექტის ბენეფიციარებისთვისაც გამოიწვია ბიზნესის დაპაუზება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ქალებმა სწრაფად აუღეს ალღო პრობლემებს და სწრაფად შეძლეს გადაწყობა ახალ რეალობაზე - დაიწყეს პირბადეების კერვა, გაყიდვების ახალი არხების ძიება. გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ფერმერთა ასოციაციის ძალისხმევით დაიწყო ქალების პროდუქტებისთვის გაყიდვების ონლაინ პლატფორმის შექმნაზე მუშაობა, რაც დაეხმარებათ მათ ალატერნატიული გაყიდვის არხი მუდმივად ჰქონდეთ.

- იმ ფონზე, რომ COVID-19-მა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ბიზნესზე, რიგი დარგები სრულიად გაჩერებულია, მეწარმე ქალების შემთხვევაში არის თუ არა პანდემია საქმიანობის ხელშემშლელი ფაქტორი?

- განსაკუთრებით მძიმე დარტყმა მიიღო აგროტურიზმის სექტორმა, ჩვენი ბენეფიციარების უმრავლესობა სწორედ ამ ბიზნესმიმართულებას წარმოადგენს. ამიტომ, კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა აგროტურიზმის საკანონმდებლო ინიციატივამ, რომელზე მუშაობა გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ ერთობლივად დაიწყო ჯერ კიდევ გასულ წელს. აღნიშნული კანონპროექტი ითვალისწინებს სხვადასხვა შეღავათებსა და ბენეფიტებს აგროტურიზმის ბიზნესისთვის. კანონპროექტის დამტიკიცების შემთხვევაში 2020 ტურისტული წლის სიმძიმეს მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს.

- კონკრეტულად რა გამოწვევების წინაშე დააყენა პროექტში ჩართული მეწარმე ქალები COVID-19-მა და როგორ უმკლავდებიან ახალ გამოწვევებს?

- ძირითადად გართულდა პროდუქტის რეალიზაცია მთელი საქართველოს მასშტაბით. თუმცა გამოჩნდა ახალი შესაძლებლობებიც, როგორიცაა ონლაინ გაყიდვები და ელექტრონული კომერციის პლატფორმები.

- პანდემიის პირობებში და არსებული შეზღუდვების გათვალისწინებით, როგორ ხდება ნედლეულის მოძიება, პროდუქციის რეალიზაცია და არის თუ არა მოთხოვნაში ცვლილება გაზრდის ან შემცირების მიმართულებით?

- შეზღუდვების გამო რეგიონებში მიმოსვლა გართულდა. პრობლემაა როგორც ნედლეულით მომარაგება, ასევე პროდუქტის რეალიზაცია. პრობლემის გადასაჭრელად, პროდუქტის რეალიზაციისთვის ქალები „საქართველოს ფოსტას“ იყენებენ. პროდუქტებზე მოთხოვნამ, რა თქმა უნდა, იკლო, თუმცა ეს ნაკლებად ეხება კვების პროდუქტებს.

- ზოგადად მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში არსებული ახალი რეალობის გათვალისწინებით, დღესდღეობით რა მიმართულებით საჭიროებენ დახმარებას მეწარმე ქალები საქართველოში ?

- როგორც ყველა ბიზნესს, პროექტის ბენეფიციარებსაც ბიზნესის შესანარჩუნებლად სჭირდებათ საგადასახადო შეღავათები, რეალიზაციის ახალი გზების პოვნა და შენარჩუნება, მანამ სანამ ეკონომიკური პროცესები ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება. აღსანიშნავია, რომ კარანტინისა და გადაადგილების შეზღუდვის პირობებში იზრდება ოჯახური ძალადობის შემთხვევები, რაც ყველა ქალისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

- როგორიაქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტშიჩართული მეწარმე ქალების სამომავლო მოლოდინი და გეგმები?

- პროექტის დასრულებამდე, 2020 წლის ნოემბრამდე, პროექტის გეგმებში შედის ბენეფიციარებისთვის ონლაინ პლატფორმის შექმნა. ასევე, უკვე არსებულ პლატფორმებზე პროდუქტის განთავსებაში აქტიური დახმარება, ინდივიდუალური ფინანსური რეკომენდაციები და ანალიზი, პროდუქტებისა და მომსახურების ბრენდირება. ასევე, აგროტრურიზმის კანონპროექტის დამტკიცება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა