ახალი საკურიერო კომპანია AloModi უფასო მიტანის სერვისს გთავაზობთ

საქართველოში ბაზარზე ახალი საკურიერო მომსახურების კომპანია AloModi გამოჩნდა. კომპანია ინდუსტრიულ-მომსახურების სფეროში ოპერირებს და საქართველოს გარდა კიდევ ოთხ სხვა ქვეყანაში მუშაობს: თურქეთში, უკრაინაში, ტანზანიასა და ეთიოპიაში. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, 2020 წლის ივლისში ამ სიას აზერბაიჯანიც დაემატება.

„ჩვენ კომპანიის გახსნას 2020 წლის ივნისში ვგეგმავდით, თუმცა ვირუსისგან გამოწვეულ კარანტინის პერიოდში გადავწყვიტეთ, რომ სწორედ ახლა დაგვეწყო მუშაობა და წარმატებასაც მივაღწიეთ“, - ამბობს გაყიდვების დირექტორი ლაშა დარსანია.

შეკვეთების მიღება ჯერჯერობით ფეისბუქ-მესენჯერითა და ტელეფონითაა შესაძლებელი, თუმცა ამჟამად სატესტო ვერსიაზე მყოფი ვებ-გვერდი და აპლიკაცია 15 მაისიდან დაიწყებს მუშაობას.

AloModi-ის მეშვეობით შეგიძლიათ გამოიძახოთ მზა საკვები, სასურსათო პროდუქცია მარკეტებიდან და სხვადასხვა საკვები ობიექტებიდან. ამ პერიოდისთვის კომპანია თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ფუნქციონირებს და დასაქმებული ჰყავს 27 კურიერი, თუმცა კომპანიაში გეგმავენ, 1 თვეში მათი რაოდენობის 300-მდე გაზრდას და მომსახურებაში საქართველოს სხვა დიდი ქალაქების დამატებას. კომპანიაში ფიქრობენ, რომ ამ წლის ბოლოსთვის, AloModi საქართველოს გარდა კიდევ 4 სხვა ქვეყანაში დაიწყებს ფუნქციონირებასა და საკურიერო მომსახურებას.

კომპანიას გააჩნია საკუთარი საწყობი. შეკვეთის მიტანის დრო დამოკიდებულია პროდუქციის სახეობაზე. შეკვეთას არანაირი დამატებითი მომსახურების საფასური არ ემატება, არ აქვს მნიშვნელობა რა სახის შეკვეთა იქნება ის.

„რაც ყველაზე მთავარია, შეკვეთას არ ემატება არანაირი დამატებითი მომსახურების საფასური. აღნიშნული ნაბიჯი არის კომპანიისგან სოციალური პასუხისმგებლობა ეპიდემიის პერიოდში, რადგან სულ უფრო ნაკლები ადამიანი გავიდეს ქუჩაში და თავი დაიცვან ვირუსის გავრცელებისგან“, - აცხადებენ კომპანიაში.

ფილიალები სულ რამდენიმე კვირის გახსნილია, თუმცა კარანტინიდან გამომდინარე მოთხოვნა დიდია და დღითიდღე უფრო იზრდება კიდეც. კომპანია 3 წლის შემდეგ მსოფლიოს ათი სხვა ქვეყნის ბაზრების ათვისებასაც გეგმავს.

(R)

გიორგი ბილანიშვილი - საქართველო მარტო, პარტნიორების გარეშეა დარჩენილი, ისეთი მცირე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს არის განსაკუთრებით არასახარბიელო მდგომარეობა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.04.2026
„ვისოლმა“ ახალი კამპანია - „გზა შენია“ წამოიწყო
PSP-ს კამპანიის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუ იწყება
BTU-ს სტუდენტმა George Washington University-ს სტარტაპ კონკურსში პირველი ადგილი მოიპოვა
„გორგიამ“ და „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა“ დეკორატიული მებაღეობის საგანმანათლებლო პროგრამის შექმნის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს
„მაქრო სითი თბილისი" – მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი ნოე რამიშვილის ქუჩაზე