რუსთავში, ე.წ. სტამბოლის აგრარული ბაზარი რამდენიმე დღეში გაიხსნება

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ღია აგრარული ბაზარი რამდენიმე დღეში გაიხსნება. როგორც რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა, ბაზრის ფუნქციონირების აღდგენა ეტაპობრივად რამდენიმე დღეში მოხდება. ტაბაღუას განცხადებით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება თუ მოვაჭრეები ჯანდაცვის სამინისტროსა და სურსათის უვნებლობის სამსახურის მიერ დადგენილ ნორმებსა და რეკომენციებს ზედმიწევნით შეასრულებენ.

„ბაზრის ადმინისტრაციის და რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილიც არის, რომ ეტაპობრივად მოხდეს ფუნქციონირების აღდგენა, ოღონდ ისე, რომ არ დავაზიანოთ როგორც საკუთარი, ისე მოქალაქეების ჯანმრთელობა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია და ადგილზეც მოხდა გადამოწმება, იქ არ იყო ისეთი სახარბიელო მდგომარეობა, რომელიც მოგვცემდა იმის საშუალებას, რომ დღევანდელი რეგულაციებიდან გამომდინარე, ყოფილიყო შესაძლებელი ბაზრის გახსნა. ბაზრის ადმინისტრაციამ დღეს უკვე ის ვალდებულება და რეკომენდაციები, რაც იყო გაცემული ადგილობრივი ჯანდაცვის სამსახურის მიერ გაითვალისწინა, ველოდებით ნებართვას სურსათის უვნებლობის სამსახურიდან“, - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

ე.წ. სტამბოლის ბაზრის მოვაჭრეებმა დღეს აქცია გამართეს. მათი მთავარი მოთხოვნა ბაზრობის გახსნაა. ისინი რუსთავის მერიას სპეციალური საშვის გაცემასაც სთხოვენ, იმისათვის, რომ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის შესაძენად სხვა რეგიონებსა და ქალაქებში გადაადგილება შეძლონ.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება