ეკატერინე ტიკარაძე - შაბათ-კვირიდან ახალი ალგორითმით დავიწყებთ მოქმედებას - გაფართოებას დაექვემდებარებიან თავშესაფრები, ასევე სატრანზიტო მანქანების მძღოლები

ჯგუფის შეხვედრაზე განვიხილეთ ალგორითმის მზაობა და ასევე მისი გაფართოების შესაძლებლობები, რომლითაც დღეს, საქართველოში კოვიდის კლინიკები ხელმძღვანელობენ და რის მიხედვითაც, ჩვენ იმ მიზნობრივ კვლევებს ვგეგმავთ კოვიდინფექციის მართვასთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყანაში სტანდარტადაა მიღებული, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

როგორც ჯანდაცვის მინისტრი განმარტავს, მათთვის მნიშვნელოვანია, ყველა ტესტი ეფექტურად იყოს გამოყენებული.

„კლინიკური ჯგუფის მხრიდან რამდენიმე ინიციატივა იყო შემოსული, სადაც იყო განხილული, თუ რომელი ჯგუფები უნდა შესულიყვნენ შემდეგ გაფართოებაში. ამ ეტაპზე ჩვენ შევთანხმდით, რომ ალგორითმის გაფართოებას დაექვემდებარებიან ის თავშესაფრები, რომლებიც ჩამოთვლილი იყო, ასევე სატრანზიტო მაქანების მძღოლები, ვინაიდან ისინი საკმაოდ მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ ინიციატივაზე, რომელიც სამინისტროში სამედიცინო საზოგადოებიდან არის შემოსული, თუ იქნება შესაძლებელი, რომ ყველა კლინიკაში მოხდეს პაციენტების მიღებისას კვლევა, ამ ინიციატივას კვლავ მოვუბრუდნებით და განვიხილავთ. ამ ეტაპისთვის ვფიქრობთ, რომ შესაძლებელი იქნება არაანტიგენით, არამედ ანტისხეულით პაციენტების ტესტირება და ჩვენ ამასთან დაკავშირებით დამატებით ვისმჯელებთ. ორ დღეში ალგორითმი გაფართოებული იქნება და შესაბამისად, შაბათ -კვირიდან ახალი ალგორითმით დავიწყებთ მოქმედებას. ჩვენთვის კვლავ მნიშვნელოვანი ხდება, რომ ექიმის მხრიდან დეტალური ანამნეზის შეგროვება მოხდეს და შემდეგ მოხდეს პაციენტზე მიზნობრივი ტესტირება, რომელსაც დღემდე ვიყენებთ, მაგრამ განვხილავთ იმ საკითხსაც, ვინაიდან კოვიდის ინფექციის დაფიქსირება ყველა მისი სიმპტომის გამოვლენის და მისი გავრცელების ეტაპზე სხვადასხვა ტესტით ხერხდება. ჩვენთვის მნიშველოვანია, ყველა ტესტის სახეობა ეფექტურად იყოს გამოყენებული. სავარაუდო გადაწყვეტილება, რომელზეც საბჭო ჯერ კიდევ მსჯელობს, მიღებული იქნება არაანტიგენით, არამედ, ანტისხეულით პაციენტების კვლევაზე. როცა საბჭო მუშაობას დაასრულებს, ამის შესახებ დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით“, - განაცხადა ტიკარაძემ.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2025
ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო
„რძის სკანდალთან“ დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ „ჩირინას“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა - დავა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდება
ქონების დაზღვევა, როგორც ფინანსური სტაბილურობის საყრდენი - „არდი“ აჭარისა და გურიის რეგიონის საგაზაფხულო დიდთოვლობის შედეგებს აჯამებს