პროკურატურა - დავით ცინარიძის იარაღის მჭიდში 13 ვაზნა იყო, რაც მას შესაძლებლობას აძლევდა მეუღლის მკვლელობის განზრახვა სისრულეში მოეყვანა, მაგრამ მკვლელობის მცდელობის ფაქტი არ დასტურდება

თბილისის პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსი ვანო ოქროპირიძე, საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსის, დავით ცინარიძის საქმესთან დაკავშირებით საუბრობს:

- ბატონო ვანო, თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტზე ბრალდებული დავით ცინარიძე. რა შეგიძლიათ გვითხრათ დამატებით ამ საქმესთან დაკავშირებით?

- დიახ, როგორც მოგეხსენებათ, აღკვეთის ღონისძიების საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს იმსჯელა და სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მოთხოვნა დ.ც.-სთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე. მეუღლის მიმართ ძალადობის და მუქარის ფაქტზე დ.ც.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა. გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 27 აპრილს, ღამის საათებში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი დ.ც. მეუღლეს მ.ბ.-ს სიცოცხლის მოსპობით ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაემუქრა, რასაც დაერთო ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთჯერადი გასროლა. სამართალდამცველებმა დ.ც. შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

- ბატონო პროკურორო, განხორციელდა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა, რატომ ძალადობა და მუქარა და არა განზრახ მკვლელობის მცდელობა?

- სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივი გარემოებებით არ დასტურდება დ.ც.-ს მხრიდან მეუღლის მიმართ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით განხორციელებული მკვლელობის მცდელობის ფაქტი, ვინაიდან გამოძიების ეტაპზე აღნიშნული გარემოება არ დაადასტურა თავად დაზარალებულმა. მ.ბ-მ უარყო ცეცხლსასროლი იარაღიდან უშუალოდ დამიზნებით, მისი მიმართულებით გასროლა. ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ იარაღში არსებულ მჭიდში მოთავსებული იყო 13 ვაზნა, რაც დავით ცინარიძეს შესაძლებლობას აძლევდა მკვლელობის განზრახვა, ყოველგვარი ხელის შემშლელი გარემოებების გარეშე, მოეყვანა სისრულეში.

- დავით ცინარიძის უფლებადამცველი კახა ხვისტანი აცხადებს, რომ ბრალდების მხარეს მომხდარ ფაქტზე აქვს სუსტი არგუმენტები და ასევე განმარტავს, რომ ჯერ კიდევ ბრალდებულის დაკითხვა არ მომხდარა. რატომ არ მოხდა ცინარიძის გამოკითხვა?

- რაც შეეხება ბრალდებულის გამოკითხვას, დაცვის მხარეს შევთავაზეთ პირველი წარდგენის სხდომამდე მომხდარიყო ბრალდებულის გამოკითხვა, თუმცა დაცვის მხარემ განაცხადა, რომ არათუ არ ჰქონდათ ჩამოყალიბებული პოზიცია გამოძიებისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე, არამედ ასევე არ ჰქონდათ პოზიცია დუმილის უფლების გამოყენებაზე. ამასთან, დაცვის მხარეს შეეძლო ბრალდებული გამოეკითხა პირველი წარდგენის სხდომამდე და აღნიშნული მტკიცებულება გადაეცა როგორც ბრალდების მხარისთვის, ასევე სასამართლოსთვის. ხოლო რაც შეეხება მტკიცებულებების სიმყარეს, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის გამოიკითხნენ მოწმეები, ამოღებულ იქნა გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, დანიშნულია ექსპერტიზები.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

პროკურატურა - დავით ცინარიძის იარაღის მჭიდში 13 ვაზნა იყო, რაც მას შესაძლებლობას აძლევდა მეუღლის მკვლელობის განზრახვა სისრულეში მოეყვანა, მაგრამ მკვლელობის მცდელობის ფაქტი არ დასტურდება

თბილისის პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსი ვანო ოქროპირიძე, საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსის, დავით ცინარიძის საქმესთან დაკავშირებით საუბრობს:

- ბატონო ვანო, თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტზე ბრალდებული დავით ცინარიძე. რა შეგიძლიათ გვითხრათ დამატებით ამ საქმესთან დაკავშირებით?

- დიახ, როგორც მოგეხსენებათ, აღკვეთის ღონისძიების საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს იმსჯელა და სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მოთხოვნა დ.ც.-სთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე. მეუღლის მიმართ ძალადობის და მუქარის ფაქტზე დ.ც.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა. გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 27 აპრილს, ღამის საათებში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი დ.ც. მეუღლეს მ.ბ.-ს სიცოცხლის მოსპობით ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაემუქრა, რასაც დაერთო ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთჯერადი გასროლა. სამართალდამცველებმა დ.ც. შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

- ბატონო პროკურორო, განხორციელდა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა, რატომ ძალადობა და მუქარა და არა განზრახ მკვლელობის მცდელობა?

- სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივი გარემოებებით არ დასტურდება დ.ც.-ს მხრიდან მეუღლის მიმართ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით განხორციელებული მკვლელობის მცდელობის ფაქტი, ვინაიდან გამოძიების ეტაპზე აღნიშნული გარემოება არ დაადასტურა თავად დაზარალებულმა. მ.ბ-მ უარყო ცეცხლსასროლი იარაღიდან უშუალოდ დამიზნებით, მისი მიმართულებით გასროლა. ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ იარაღში არსებულ მჭიდში მოთავსებული იყო 13 ვაზნა, რაც დავით ცინარიძეს შესაძლებლობას აძლევდა მკვლელობის განზრახვა, ყოველგვარი ხელის შემშლელი გარემოებების გარეშე, მოეყვანა სისრულეში.

- დავით ცინარიძის უფლებადამცველი კახა ხვისტანი აცხადებს, რომ ბრალდების მხარეს მომხდარ ფაქტზე აქვს სუსტი არგუმენტები და ასევე განმარტავს, რომ ჯერ კიდევ ბრალდებულის დაკითხვა არ მომხდარა. რატომ არ მოხდა ცინარიძის გამოკითხვა?

- რაც შეეხება ბრალდებულის გამოკითხვას, დაცვის მხარეს შევთავაზეთ პირველი წარდგენის სხდომამდე მომხდარიყო ბრალდებულის გამოკითხვა, თუმცა დაცვის მხარემ განაცხადა, რომ არათუ არ ჰქონდათ ჩამოყალიბებული პოზიცია გამოძიებისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე, არამედ ასევე არ ჰქონდათ პოზიცია დუმილის უფლების გამოყენებაზე. ამასთან, დაცვის მხარეს შეეძლო ბრალდებული გამოეკითხა პირველი წარდგენის სხდომამდე და აღნიშნული მტკიცებულება გადაეცა როგორც ბრალდების მხარისთვის, ასევე სასამართლოსთვის. ხოლო რაც შეეხება მტკიცებულებების სიმყარეს, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის გამოიკითხნენ მოწმეები, ამოღებულ იქნა გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, დანიშნულია ექსპერტიზები.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია