მსოფლიოში კორონავირუსისგან მილიონზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა

მსოფლიოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მსოფლიოში კორონავირუსით 3.2 მილიონ ადამიანზე მეტია დაინფიცირებული, დაღუპულთა რაოდენობა კი - 233 000-ია.

დაინფიცირებულთა და დაღუპულთა რაოდენობით პირველ ადგილზე აშშ დგას, სადაც კორონავირუსის 1 069 534 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 63 000-ზე მეტი ადამიანი, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 155 737-ია.

რაც შეეხება ევროპის ქვეყნებს, დაინფიცირებულთა რაოდენობით ესპანეთი ლიდერობს, სადაც ვირუსის 239 639 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 24 543 და გამოჯანმრთელებულია - 137 984 ადამიანი.

ყველაზე მეტი ფატალური შემთხვევა იტალიაშია დაფიქსირებული, სადაც კორონავირუსს 27 967 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა - 205 463, გამოჯანმრთელებულთა კი -75 945-ია.

დაღუპულთა რაოდენობის მიხედვით ევროპის ქვეყნებს შორის მეორე ადგილზე დგას დიდი ბრიტანეთი, სადაც ვირუსს 26 771 ადამიანი ემსხვერპლა, დადასტურებული შემთხვევების რიცხვი კი - 171 253-ია.

167 178 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული საფრანგეთში, გარდაცვლილთა რაოდენობა - 24 376, გამოჯანმრთელებულთა კი - 49 476-ია.

დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობის მიხედვით, ევროპის ქვეყნებს შორის პირველ ხუთეულშია გერმანია, სადაც ვირუსის 163 009 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 6 623 და გამოჯანმრთელებულია 123 500 ადამიანი.

იხილეთ ვიდეო: მსოფლიოში კორონავირუსისგან მილიონზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა

ავთანდილ  წულაძე - როცა საქართველო არც ევროპასთანაა, არც რუსეთთან და „ნაცრისფერ ზონაშია“, ეს ქვეყნისთვის სახიფათო ზონაში ყოფნას ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?