"აიპლიუსმა" სახელმწიფოს 15 000 ლარის თვითღირებულების სამედიცინო სერტიფიცირებული პირბადეები გადასცა

კომპანია "აიპლიუსის" გუნდმა მოახერხა და ჩინეთიდან სპეცრეისით ჩამოიტანა სამედიცინო სერტიფიცირებით პირბადეები. აღსანიშნავია, რომ პირბადეები განკუთვნილია არა მხოლოდ ექიმებისთვის, არამედ "აიპლიუსის" თანამშრომლებისთვისა და მომხმარებლებლებისთვის.

"პირბადეებზე დიდი დეფიციტის მიუხედავად ჩვენმა კომპანიამ მოახერხა და ჩამოიტანა მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ რეკომენდირებული პირბადეები. ნაწილი სახელმწიფოსა და ექიმებს გადავეცით, ვინც პირველ ფრონტზე იბრძვის ჩვენი სიცოცხლისთვის. ნაწილი კი ჩვენი მომხმარებლებისთვის გამოვყავით. თანამედროვე დროში ამაზე კარგი საჩუქარი ალბათ არ არსებობს", - განაცხადა "აიპლიუსის" მენეჯერმა, ირაკლი ჭანკვეტაძემ.

კომპანია "აიპლიუსი" მკაცრად იცავს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს და ამავდროულად მომხმარებლებთან პროდუქციის მიტანას შეკვეთიდან 2 საათში ახორციელებს. ნებისმიერ შენაძენზე საჩუქრად კი სწორედ ამ ნიღბებს მიიღებთ.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილე გამოეხმაურა "აიპლიუსის" მხრიდან სახელმწიფოსთვის 15 000 ლარის პირბადეების გადაცემის ფაქტს: „მინდა, მადლობა გადავუხადო კომპანიას მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენისთვის. ვფიქრობ, სასწრაფო დახმარების მედიკოსების მხარდაჭერა კოვიდ-19-თან ბრძოლის წინა ხაზზე, ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ცენტრის დირექტორის მოადგილემ, დავით ტორუამ.

(R)

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა