დიმიტრი შველიძე - თუ ვინმე დამნაშავეა, უნდა გაასამართლო, თუ ასეთ რამეს არ, ან ვერ აკეთებ, ვიღებთ დღევანდელ მდგომარეობას - ხელისუფლებისა და ოპოზიციის არაკონსტრუქციულ ურთიერთობას

პანდემიის ფონზე მსოფლიო პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებზე, მსოფლიოში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით საქართველოს პოლიტიკური დღის წესრიგი ოპტიმალური სავარაუდოდ რიგორი იქნებოდა, ასევე საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ თსუ-ს პროფესორს, დიმიტრი შველიძეს ესაუბრა.

- ბატონო დიმიტრი, ორ თვეზე მეტია კორონავირუსის სახელით ცნობილი პანდემია მსოფლიოში მძვინვარებს. თითქოს პიკმა გადაიარა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ვირუსის გამო რეცესიაში მყოფ მსოფლიო ეკონომიკას საკმაო დრო დასჭირდება მიყენებული ზარალის ანაზღაურებისათვის და პანდემიამდე არსებულ დონეს რომ მიაღწიოს.

თანამედროვე მსოფლიოს დიდ პოლიტიკაზე კორონავირუსის გავლენაზე, იმაზე რომ მისი შედეგები სერიოზულ ასახვას ჰპოვებს დღევანდელ მსოფლიოში არსებულ ვითარებაზე, საქმეში ჩახედული ადამიანები ბევრს საუბრობენ. ამიტომ ჩვენი საუბარიც ამ თემით მინდა შემოგთავაზოთ.

თქვენ როგორ დაახასიათებდით იმ პროცესს, რაც კორონავირუსის გამო ახლა მსოფლიო პოლიტიკაში ხდება? რა დაგვანახა და სავარაუდოდ, როგორი მსოფლიოს პერსპექტივების კონტურები გამოკვეთა 2020 წლის პანდემიამ?

- ახლა ბევრს ლაპარაკობენ, რომ პანდემიის გადავლის შემდეგ, მსოფლიო ისეთი აღარ იქნება, როგორიც იყო. ჯერ ისტორიას გადავხედოთ, რას გვეუბნება. როდესაც 1918 წელს მსოფლიოს „ისპანკად“ წოდებული ეპიდემია მოედო, მაშინაც ფიქრობდნენ, რომ ათეულობით მილიონი ადამიანური მსხვერპლი - კაცობრიობას შეცვლიდა. ზოგიერთ ქვეყანაში ხელის ჩამორთმევა მაშინაც აიკრძალა და პირბადეების ხმარებაც მაშინ დაიწყეს, თუმცა ისეთი მასშტაბით არა, როგორც დღეს.

როდესაც 1918 წელს მსოფლიოს „ისპანკად“ წოდებული ეპიდემია მოედო, მაშინაც ფიქრობდნენ, რომ ათეულობით მილიონი ადამიანური მსხვერპლი - კაცობრიობას შეცვლიდა. ზოგიერთ ქვეყანაში ხელის ჩამორთმევა მაშინაც აიკრძალა და პირბადეების ხმარებაც მაშინ დაიწყეს, თუმცა ისეთი მასშტაბით არა, როგორც დღეს

ამ ყველაფერს ისიც უნდა დავუმატოთ, რომ პირველი მსოფლიო ომი ჯერ კიდევ არ იყო დამთავრებული. უნდა წარმოვიდგინოთ, რამდენად შოკირებული იყო მაშინდელი მსოფლიო. საფიქრებელი იყო, რომ კაცობრიობა რაიმე დასკვნებს გამოიტანდა 1918 წელს გადატანილი საშინელებებიდან, მაგრამ, როგორც განვლილი ისტორია გვეუბნება - ასე არ მომხდარა. მსოფლიომ ისევ ძველებურად განაგრძო ცხოვრება.

საფიქრებელი იყო, რომ კაცობრიობა რაიმე დასკვნებს გამოიტანდა 1918 წელს გადატანილი საშინელებებიდან, მაგრამ, როგორც განვლილი ისტორია გვეუბნება - ასე არ მომხდარა. მსოფლიომ ისევ ძველებურად განაგრძო ცხოვრება

ამით იმის თქმას არ ვაპირებ, რომ ცუდი ისტორია აუცილებლად უნდა გამეორდეს და ადამიანებმა, პოლიტოკოსებმა, სახელმწიფოებმა არავითარი დასკვნები არ უნდა გამოიტანონ. ყოველ შემთხვევაში, ოპტიმისტებად უნდა ვიქცეთ და პოზიტიური მოლოდინების იმედი უნდა გვქონდეს.

რაში შეიძლება მდგომარეობდეს პოსტპანდემიური მსოფლიოს ცვლილებები - პირველი წლების განმავლობაში მაინც, დისტანციური ურთიერთობა, რისკენაც მოგვიწოდებენ დღეს ცალკეულ ადამიანებს - გავრცელდება სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებზე.

რაში შეიძლება მდგომარეობდეს პოსტპანდემიური მსოფლიოს ცვლილებები - პირველი წლების განმავლობაში მაინც, დისტანციური ურთიერთობა, რისკენაც მოგვიწოდებენ დღეს ცალკეულ ადამიანებს - გავრცელდება სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებზე

ქვეყნების მოსახლეობათა მიგრაციის პროცესი კარგა ხნით მინიმუმამდე დავა. განვითარებადი ქვეყნები უფრო მეტს იზრუნებენ, რათა აამუშაონ ადგილობრივი სამრეწველო-სამეურნეო რესურსები და თვითარსებობაზე გადავიდნენ.

მკვეთრად შემცირდება მსოფლიო ტურიზმის მასშტაბები და ა. შ. ბუნებრივია, რომ განვითარებული ქვეყნების მიერ განუვითარებელთა მიმართ ეკონომიკურ-ფინანსური დახმარებების მასშტაბებიც შემცირდება.

უნდა ვიფიქროთ, რომ სახელმწიფოთა პრაქტიკაში საშინაო საქმეებში ურთიერთჩარევაც. კონფლიქტური რეგიონებიც ოდნავ დაწყნარდებიან, გარკვეული დროით მაინც და სხვა. მაგალითად ტერორიზმი, ახლო აღმოსავლეთი, სირია, ჩრდილო კორეა, აშშ-ირანი.

ყოველ შემთხვევაში, მსგავსი პროცესები და აქედან გამომდინარე შედეგები, საწყისი რამდენიმე წლის განმავლობაში გაგრძელდება და იმის შემდეგ, რაც 2020 წლის პანდემიის ნეგატიური შედეგების ლიკვიდირება მოხერხდება მსოფლიო კვლავ დაბრუნდება ადრინდელი ტენდენციებისა და რიტმის რეჟიმს. (0000000000000000000)

- დამკვირვებელთა უმრავლესობა შინ და გარეთ თანხმდება, რომ კორონავირუსის ფონზე მსოფლიო პოლიტიკის ძირითად აქტორებს შორის გამძაფრდება ეკონომიკურ-ფინანსური, ტექნოლოგიურ-ბიოლოგიურ-ჰიბრიდულ-საინფორმაციო დაპირისპირება და ღია თუ ფარული ბრძოლა.

უკანასკნელი 40-50 წლის განმავლობაში კომუნისტურმა ჩინეთმა არა მარტო აითვისა თანამედროვე ტექნოლოგიები, ევროპისა და ამერიკისა და დანარჩენი მსოფლიო ბაზრებზე ისე სერიოზულადაა წარმოდგენილი, ბევრი იმაზეც საუბრობს, რომ „ჩინეთი იპყრობს დასავლეთს“. მეტიც, მსოფლიოს ძირითად აქტორებს შორის ბრძოლა დომინირებისათვის ახლა გადამწყვეტ ფაზაშიც კი შედის.

ასეთ ვითარებაში ჩვენთვის და ჩვენი მსგავსი პატარა ქვეყნებისთვის აქტუალურია თემა იმგვარი ტაქტიკისა და სტრატეგიის ქონა, რომელიც საშუალებას მოგვცემდა მინიმალური დანაკარგებით აისახოს ჩვენზე ის, რაც საერთაშორისო პოლიტიკაში ხდება.

იმ ვითარებაში, რაც ახლა მსოფლიო პოლიტიკაში ხდება, თქვენი აზრით, სავარაუდოდ, როგორი უნდა იყოს საქართველოს დღის წესრიგი?

- ალბათ პირველ რიგში, საგარეო პოლიტიკას გულისხმობთ. ნაკლებად საფიქრებელია, რომ პანდემიამ რაიმე ახალი შემოგვთავაზოს ჩვენი საგარეო პოლიტიკისათვის და საქართველოს სასურველი ადგილისათვის მსოფლიოში.

იმის შემდეგ, რაც 2020 წლის პანდემიის ნეგატიური შედეგების ლიკვიდირება მოხერხდება მსოფლიო კვლავ დაბრუნდება ადრინდელი ტენდენციებისა და რიტმის რეჟიმს

ჩვენი მიზნები და ამოცანები იგივე რჩება - ოკუპირებული და სეცესიური რეგიონები, მძიმე და უფრო სწორად - არარსებული ეკონომიკა, პროდასავლური ორიენტაცია და ოდესმე, დასავლეთის ეფექტურ-ადეკვატური თანადგომის - არ ვიცი, იმედი თუ ილუზია... აღარ ჩამოვთვლი „ქართლის ჭირს“.

- მეორე თვეა პანდემიის გამო საქართველო საგანგებო რეჟიმში ცხოვრობს. საქართველოს ხელისუფლება, სამედიცინო პერსონალი და საზოგადოება მეტ-ნაკლები წარმატებით ართმევენ თავს კორონავირუსს.

ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს თუ გადავავლებთ თვალს, არ გაგვიჭირდება იმის დანახვა, რომ კრიზისულ ვითარებაში მოქმედებით იგი კმაყოფილია. სახლში დარჩენილი საზოგადოება ქართველი მედიკოსების ღვაწლს კორონავირუსთან ბრძოლაში დადებითად აფასებს.

ამ თემაზე განსხვავებული მოსაზრებები გამოითქმება, მაგრამ თქვენ როგორ შეაფასებდით, საგანგებო ვითარებაში ხელისუფლების მოქმედებას?

- ამ შემთხვევაში ერთადერთი კრიტერიუმი სტატისტიკაა. საქართველოს მდგომარეობას არ შევადარებ დიდი სახელმწიფოების მონაცემებს, რასაც ყოველდღიურად ვისმენთ და ვხედავთ.

შევადაროთ ჩვენი ქვეყნის მონაცემები ჩვენსავით მომცრო ტერიტორიისა და მოსახლეობის ქვეყნებს, სამწუხაროდ, გარდაცვლილთა რაოდენობის მიხედვით - ბელგია - 7 501, შვეიცარია - 1 716, ისრაელი - 219, დანია - 443; სერბია - 173, ჩეხეთი - 227, პანამა - 178, მოლდოვა - 111, ლუქსემბურგი - 89, სომხეთი- 32, ბოსნია-ჰერცოგოვინა - 65, ესტონეთი - 50, მაკედონია - 73, სლოვენია - 89, ლიტვა - 45, ალბანეთი - 30, ანდორა - 42, ლიბანი - 74... გვეყოფა.

ხელისუფლებამ კარგად იმუშავა; ეს ცხადია. მის მიერ მიღებული ზომებიც გამართლებულია. კორონავირუსის პრობლემამ შემდეგ ვითარებაში ჩააყენა ქვეყანა - ეს ის შემთხვევა აღმოჩნდა, როცა ორი კომპონენტის - ხელისუფლებისა და ხალხის ინტერესები დაემთხვა ერთმანეთს, ისე როგორც არასდროს, ამ უკანასკნელი წლების მანძილზე.

ნაკლებად საფიქრებელია, რომ პანდემიამ რაიმე ახალი შემოგვთავაზოს ჩვენი საგარეო პოლიტიკისათვის და საქართველოს სასურველი ადგილისათვის მსოფლიოში

COVID-19 ერთნაირად დაუპირისპირდა ორივე მხარეს, ხელისუფლებასაც და მოსახლეობასაც და ისინი უერთმანეთოდ ვერ გასცემდნენ პასუხს კოვიდ-გამოწვევებს. სწორედ ამიტომ გამოავლინა ხელისუფლებამ დღემდე გამოუვლენელი რესურსი და ენერგია.

აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მედიკოსებს - დიდი, დიდი მადლობა მოვახსენო და გამარჯვება ვუსურვო ბრძოლაში, რომელიც ჯერ არ დამთავრებულა.

- გასულ კვირას პრემიერმა გახარიამ ანტიკრიზისული გეგმა წარმოდგინა. ექსპერტთა საკმაოდ დიდმა ნაწილმა და ოპოზიციამ მთავრობის მიერ წარმოდგენილი ანტიკრიზისული გეგმა კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს.

ამ კრიტიკის პასუხად ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა - „დღესდღეობით ჩვენ ვართ ეფექტურები და გვაქვს შედეგი“. ქალბატონი მინისტრი სწორ კი ამბობს, მაგრამ ისიც და მთავრობაც ერიდებიან იმაზე კონკრეტულ საუბარს, თუ რის ფასად გვაქვს მეტ-ნაკლებად კარგი შედეგი.

რა თქმა უნდა, პანდემიის პირობებში ადამიანებზე ზრუნვა ხელისუფლების უპირველესი ამოცანაა, მაგრამ იმაზე, რომ გაჩერებული ეკონომიკის გამო ქვეყანა 4 მილიარდამდე შემოსავალს დაკარგავს, ხოლო ეკონომიკური ზრდა 2%-მდე დაეცემა, აღარავინ დავობს.

თქვენ როგორ შეაფასებდით იმ კრიტიკას, რომელიც საგანგებო მდგომარეობის ზოგიერთ პარამეტრთან, განსაკუთრებით მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმასთან დაკავშირებით ოპოზიციიდან ისმის?

- ძნელია საუბარი ხელისუფლების უნარზე, რაიმე გარღვევა შეძლონ ქვეყნის ეკონომიკის სფეროში. ასეთი რამ არ მომხდარა ბევრად უფრო ხელსაყრელ ვითარებაში, რომელშიც ჩვენი ქვეყანა იმყოფებოდა, თუნდაც პანდემიამდე.

მაგრამ, ხელისუფლების წარმომადგენლებისგან გაისმა ხმები - „საკუთარი ინდუსტრიების“ ამუშავების შესახებ. დიახ, ასეთი სიტყვები მოვისმინე ქალბატონ თურნავასგან. ეს ისაა, რაც უნდა გაეკეთებინა ხელისუფლებას ქვეყნის სათავეში მოსვლის პირველივე დღიდან, მადლობა განგებას, რომ ახლა მაინც ირწმუნეს. სჯობს გვიანო, ამბობენ. ეს სერიოზული განცხადებაა და ფაქტიურად - იძულებითიც.

ხელისუფლებამ კარგად იმუშავა, ეს ცხადია. მის მიერ მიღებული ზომებიც გამართლებულია. კორონავირუსის პრობლემამ შემდეგ ვითარებაში ჩააყენა ქვეყანა - ეს ის შემთხვევა აღმოჩნდა, როცა ორი კომპონენტის - ხელისუფლებისა და ხალხის ინტერესები დაემთხვა ერთმანეთს, ისე როგორც არასდროს, ამ უკანასკნელი წლების მანძილზე

ალბათ, რამდენიმე წლის განმავლობაში მაინც, საგარეო ვაჭრობის მასშტაბები საგრძნობლად შემცირდება, ჩვენთვის ნაკლებად მოიცლიან და საქართველო იძულებული გახდება, საკუთარი სამეურნეო და სამრეწველო რესურსები აამუშაოს, განსაკუთრებით კი სოფლის მეურნეობა. ეს თავისებური მოლოდინიცაა და სურვილიც.

- ოპოზიცია ხელისუფლებას იმაში ადანაშაულებს, რომ მთავრობა ქვეყნის მწირ რესურს წინასააარჩევნოდ იყენებს. მეტიც, ოპოზიციის მტკიცებით, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა ნაკლებადაა ორიენტირებული ეკონომიკის პერსპექტივაზე, მთავრობის ამოცანაა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ რაც შეიძლება მეტი ქულა დაიწეროს.

თქვენი დაკვირვებით, რამდენად საფუძვლიანად გამოიყურება ოპოზიციის მტკიცება, რომ მთავრობამ პანდემიით გამოწვეული პრობლემების დაძლევა წინასარჩევნო დღის წესრიგს მოარგო?

- ვერ ვიტყოდი. პანდემია დღევანდელი ხელისუფლების დაკვეთით არ გაჩენილა. მის მიერ მიღებული ძირითადი ზომები საჭირო იყო - კარანტინი, რაიონების ჩაკეტვა, პატრულირება წესების დაცვის გასაკონტროლებლად და ა. შ.

ჯერ არ დასრულებულა ანტიპანდემიური პერიოდი, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თუ ყველაფერი კარგად დამთავრდა გამარჯვებულებს არ ასამართლებენ.

ხელისუფლების წარმომადგენლებისგან გაისმა ხმები - „საკუთარი ინდუსტრიების“ ამუშავების შესახებ. დიახ, ასეთი სიტყვები მოვისმინე ქალბატონ თურნავასგან. ეს ისაა, რაც უნდა გაეკეთებინა ხელისუფლებას ქვეყნის სათავეში მოსვლის პირველივე დღიდან... ეს სერიოზული განცხადებაა და ფაქტიურად - იძულებითიც

ცხადია, პანდემიამ პოლიტიკური ცხოვრება თითქმის გაყინა და თითქმის დაწყებული საარჩევნო პროცესებიც შეაჩერა. ეს პირველ რიგში ხელისუფლებას აწყობდა, მაგრამ უბრალო დამთხვევა მოხდა. პოლიტიკური ყოველდღიურობის მინიმალიზაცია განსაკუთრებით საზარალო აღმოჩნდა ოპოზიციისათვის.

- სხვათაშორის, ოპოზიცია მთავრობას იმაშიც ადანაშაულებს, რომ ხელისუფლება ბოროტად იყენებს საზოგადოებაში ავტორიტეტებად მიჩნეულ მედიკოსებს, რომლებიც კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე არიან.

ამის დასტურად სახელდება ის, რომ კრიტიკულ სიტუაციებში, მხედველობაში მაქვს აღდგომის აღნიშვნაზე ეკლესიის ხისტ პოზიციასთან დაკავშირებით ექიმების განცხადებები.

რამდენად საფუძვლიანია მტკიცება, რომ მთავრობა ექიმებს პოლიტიკურ ბატალიებსა თუ ბრძოლაში იყენებს?

- თუ ცალკეული რამდენიმე მედიკოსი ვინმესთვის მაამებლურ განცხადებებს აკეთებს, ეს საერთო სურათად არ ჩაითვლება და არც ვიცი ასეთი რამ თუ მოხდა. საპირისპირო მაგალითები კი ბევრი გვახსოვს, როცა ჩვენი ავტორიტეტული მედიკოსები ეკლესიებში მრევლის წასვლის აზრს კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ.

გუშინაც ბატონმა პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ კარგს არაფერს ელოდება ეკლესიისა და მრევლის აღდგომისწინანდელი მოქმედებისგან. ეს შედეგები ჯერ არ დამდგარა და იმედი ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

ჯერ არ დასრულებულა ანტიპანდემიური პერიოდი, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თუ ყველაფერი კარგად დამთავრდა გამარჯვებულებს არ ასამართლებენ

- გასაგებია, რომ საგანგებო მდგომარეობისა და პანდემიასთან ბრძოლაში მთელი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, მაგრამ როგორც კი ქვეყანა საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, პასუხისმგებლობის მქონე ოპოზიციური პოლიტიკური ძალები შეეცადნენ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ზოგს ტონი, ზოგს იდეები დაუწუნეს. თუმცა, მოგვიანებით, პრემიერმა გახარიამ თქვა, რომ მთავრობა ყურადღებით ადევნებს თვალს პანდემიასთან ბრძოლის საკითხებში ოპოზიციური ძალების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს და რაც მისაღებად ჩაითვალა, გაითვალიწინეს კიდეც.

ფაქტია, რომ პანდემიის საფრთხემ ვერ შეიტანა კორექტივები ხელისუფლებისა და ოპოზიციის დამოკიდებულებასა და უკიდურესად დაპირისპირების იმ რეჟიმში, რაც პანდემიამდე იყო.

თქვენი დაკვირვებით, რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ პანდემიის პირობებშიც კი არ შედგა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კონსტრუქციული თანამშრომლობა?

- ერთ მოვლენას ჩვენი საზოგადოება უნდა შეეგუოს - დემოკრატია არ არსებობს ოპოზიციის გარეშე. პანდემიასთან ბრძოლაში ოპოზიციამაც შეასრულა საპატიო როლი და ეს უნდა დავინახოთ.

ოპოზიციის უპირველესი მოვალეობაა დაძინების საშუალება არ მისცეს ხელისუფლებას და ეს ასეა ჩვენთვის სანიმუშოდ მიჩნეულ დასავლეთში. ოპოზიციური კრიტიკა სასარგებლო და დიდად საჭირო ხმაა, რომელიც ხელისუფლებას აიძულობს მეტ-ნაკლებად გაითვალისწინოს ოპონენტების აზრი.

როცა პასუხისმგებელი პირებისაგან ცხადდება, რომ ქვეყნის ყველაზე ძლიერი ოპოზიციური ძალა - დამნაშავეა და ის უნდა აიკრძალოს და ის უნდა „დავამთავროთ“, - მაშინ რაღა აზრი აქვს მასთან თანამშრომლობას. ასე გრძელდება წლების განმავლობაში და ამიტომ არც გამოდის ხელისუფლებისა და ოპოზიციის კონსტრუქციული თანამშრომლობა.

პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ კარგს არაფერს ელოდება ეკლესიისა და მრევლის აღდგომისწინანდელი მოქმედებისგან. ეს შედეგები ჯერ არ დამდგარა და იმედი ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება

თუ დამნაშავეა, თუ დანაშაული ჩაიდინა მაშინ უნდა გაასამართლო და დამსახურებული სასჯელი მიუზღო კიდეც. თუ ასეთ რამეს არ ან ვერ აკეთებ ვიღებთ დღევანდელ მდგომარეობას - ხელისუფლებისა და ოპოზიციის არაკონსტრუქციულ ურთიერთობას.

- ისეთი პირი უჩანს, რომ მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ გაჩერებული თუ შეჩერებული პოლიტიკური პროცესის შემდეგ საკმაოდ მძიმე საარჩევნო კომპანია გვექნება...

- უკომენტაროდ დაგეთანხმებით.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა