მეუფე იოანე - მოგიწოდებთ გაითვალისწინოთ ხელისუფლების თხოვნა, ფიზიკურად შეიძლება, ცალკე ვიყოთ, მაგრამ სულით, გულით და გონებით ერთად ვიქნებით

მოგიწოდებთ და გთხოვთ, როგორც ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, რომ გაითვალისწინოთ ხელისუფლების თხოვნა. ფიზიკურად შეიძლება ცალკე ვიყოთ, მაგრამ სულით, გულით და გონებით ერთად ვიქნებით , - ამის შესახებ ქუთათელ-განეათელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოანემ განაცხადა.

მეუფე იოანე „გვირილობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც მიტროპოლიტი აღნიშნავს, ამ დღესასწაულის არ ჩატარებასთან დაკავშირებით არის ქალაქის ხელმძღვანელობის მხრიდან თხოვნა და ეკლესიაც იზიარებს აღნიშნულს.

„მე ქუთაისში ახალი გადმოსული ვარ და შევიტყვე, რომ ქუთაისელებს აქვთ 2 მაისს ტრადიციული დღესასწაული "ქუთაისობა", რომელიც ათეული წლებია, აღინიშნება. ეხმარებოდნენ გაჭირვებულებს, დაავადებულებს და უმაგრებდნენ გვირილას მკერდზე იმ ადამიანებს, ვინც დაავადებულებისთვის საერთო კალათაში სიმბოლურ თანხას დებდა და ამიტომ ქვია "გვირილობა". მიხარია, რომ ერში ერთობა, ტრადიციული, სიყვარულით, წყალობით, გვერდში დგომით არის. დღეს ყველამ იცის, რა განსაცდელშია კაცობრიობა, მთელი რიგი ქვეყნები და მათ შორის საქართველო და არის ასეთი თხოვნა ხელმძღვანელობისგან და ჩვენც ვიზიარებთ ამას, რომ ეს არის ზრუნვა ჩვენი უსაფრთხოებისათვის, რომ ამჯერად გაგებით მოეკიდოს ყველა მოქალაქე, რათა არ შეიქმნას ინფექციის გავრცელების საფრთხე, იყვნენ ოჯახებში და ლოცვითი სურვილი თანადგომის თქვან ღვთის წინაშე და ღვთის წინაშე არაფერი იკარგება. ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ აღდგომას ტაძრებში ვიყავით, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო და ადგილი აქვს, ფორმა და სახე. ეს არის ეროვნული დღესასწაული, ერის ერთობის და თანადგომის, სიყვარულის და ურთიერთგაგების დღე არის. ამჯერად მე მოგიწოდებთ და გთხოვთ, როგორც ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, რომ გაითვალისწინოთ ხელისუფლების თხოვნა. ფიზიკურად შეიძლება ცალკე ვიყოთ, მაგრამ სულით, გულით და გონებით ერთად ვიქნებით.

ეკლესია არ რჩება განზე ამ ერთობის დღესასწაულთან დაკავშირებით, რასაც ჩვენ გამოვხატავთ დღის 12:00 საათზე ყველა ტაძარში სადღესასწაულო-საზეიმო ზარების რეკვით. ბაგრატის ტაძარში სასულიერო პირები გადავიხდით პარაკლისს ერის კეთილდღეობისა და მისი წარმატებისათვის, მშვიდობისათვის, ჩვენი ერთობისათვის. ღმერთმა დაგლოცოთ“, - აცხადებს მეუფე.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“