ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გამოკვლეულ, 112-ის თანამშრომლებს  კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში COVID 19-ზე 112-ის 17 თანამშრომელი გამოიკვლიეს და ყველა გამოკვლეულ პაციენტზე პასუხი უარყოფითია,- ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოდან აცნობეს.

გარდა ამისა, მათი ინფორმაციით, PCR ტესტებით COVID 19-ზე კვლევა ამ წუთებშიც გრძელდება.

ლაბორატორიის ხელმძღვანელის, ლელა ქაჯაიას განცხადებით, იკვლევენ 112-ის თანამშრომლების მეორე ნაწილს და ასავე, საკარანტინო ზონიდან და ცხელების ცენტრებიდან შემოსულ ბიოლოგიურ მასალებს.

“ცნობისთვის, ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში დღეისათვის სულ 40 პაციენტის ბიოლოგიური მასალა შემოვიდა. აქედან 17-ის პასუხი უკვე ცნობილია. რაც შეეხება დანარჩენებს, მათ შესახებ ინფორმაციას ინფექციური საავადმყოფო დღის ბოლოს გაავრცელებს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს