სამშენებლო კომპანია "ტრანსმშენი" COVID-19-ის წინააღმდეგ მებრძოლ ექიმებს დაეხმარა

დღეს სამშენებლო კომპანია "ტრანსმშენმა" შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უსასყიდლოდ გადასცა 2,500 ერთეული ერთჯერადი სამედიცინო დანიშნულების ხალათი ექიმებისთვისა და ექთნებისთვის, რომლებიც COVID-19-ის წინააღმდე ბრძოლაში არიან ჩართულები.

"დღეს ჩვენი ქვეყანა, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, რთული გამოწვევების წინაშე დგას. ვფიქრობთ, რომ თითოეული ჩვენგანის ვალია, შესაძლებლობის ფარგლებში ჩვენი წვლილი შევიტანოთ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში" - აცხადებენ კომპანიაში.

კომპანია "ტრანსმშენისთვის" როგორც უდიდესი ისტორიის მქონე სამშენებლო კომპანიისთვის, მნიშვნელოვანია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა, შესაბამისად, მომავალშიც გეგმავს ამ მიმართულებით აქტივობებს.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა