COVID-19 ეფექტები უძრავ ქონებაზე საქართველოში

Recov.ge არაკომერციული პლატფორმაა, რომელიც უძრავი ქონების ინდუსტრიის მოთამაშეებს რთულ სიტუაციაში გზის გაკვალვას სთავაზობს.

პლატფორმა უძრავი ქონების სფეროს გასაძლიერებლად შეიქმნა, შესაბამისად ყველა სექტორს ფარავს და მათი წარმომადგენლების შესაძლო ინტერესს ემსახურება.

Recov.ge-ზე გაეცნობით COVID-19-ის გავლენას საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე და დინამიურ ანალიზს საოფისე, საცხოვრებელი, სავაჭრო&გასართობი და სასტუმროების სექტორების მიხედვით. სექტორების ანალიზთან ერთად, პლატფორმა მოიცავს ტურიზმისა და ეკონომიკის ზოგად მიმოხილვას: ადგილობრივი ტურიზმის პერსპექტივებს, მეზობელი ქვეყნების COVID19 ეფექტების მიმოხილვას და იმ მოწყვლადი სექტორების ანალიზს, რომელშიც პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ხორციელდებოდა. სექტორებისა და ზოგადი მიმოხილვის გაერთიანებული, დინამიური ანალიზი საშუალებას იძლევა მომხმარებლებმა მიიღონ ინფორმირებული და გათვლილი გადაწყვეტილებები.

პლატფორმაზე მოცემული შეფასებები საერთაშორისო პრაქტიკებზე, კოლიერსის ექსპერტიზაზე და სექტორების წარმომადგენლებთან მუდმივ კონტაქტზე დაყრდნობით იქმნება და 2 ძირითად პერიოდს შეეხება:

იზოლაციის პერიოდი

იზოლაციის განსხვავებული ხარისხი და დისტანცირების საერთო პრინციპი ქვეყნის შიგნით და მთელს მსოფლიოში.

სამედიცინო გადაწყვეტის შემდგომი პერიოდი

ცხოვრების ჩვეულ რიტმში და ადგილობრივი და გლობალური ეკონომიკის ახალ რეალობაში დაბრუნების ეტაპი.

სამომავლოდ, პლატფორმაზე იგეგმება 2018-2019 წლების კვლევების განთავსება, რაც უფრო აღქმადს გახდის რა წერტილში იყო საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი 1 წლის წინ და რა წერტილშია ახლა. იგეგმება ინტერაქტიულობის ფუნქციონალის დამატებაც. დარგის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ ჩაერთონ გამოკითხვებში, ჯგუფური სესიებსა და პრაქტიკული ლექციებში და დააფიქსირონ მათი აზრი.

აღნიშნული მახასიათებლების დახმარებით, პლატფორმა მიზნად ისახავს გამოავლინოს მწვავე პრობლემები და აღმოაჩინოს არსებული გამოწვევები; გაარკვიოს რა ნაწილში სჭირდებათ ინდუსტრიის მოთამაშეებს სახელმწიფოს მხარდაჭერა და რა მიმართულებით სურთ მოისმინონ რეკომენდაციები კოლიერსისგან. ყოველივე ამის ერთობლიობა კი ქმნის: მოკლევადიან პერიოდში დარგის მაფუნქციონირებელ, გრძელვადიან პერიოდში კი მის სარეაბილიტაციო სივრცეს, რომელსაც აქვს პოტენციალი გახდეს იდეების ინკუბაციის ადგილი.

Recov.ge | 032 2 243 060| recov@colliers.ge

(R)

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ