უკანასკნელი კვლევების თანახმად თერაპევტებთან  ვიზიტების 64% ქრონიკული დაღლილობის ჩივილებს უკავშირდება

კვლევის თანახმად, თერაპევტები ამბულატორიული ვიზიტების 64%-ს ასთენიურ ჩივილებს უკავშირებენ. მათი განმარტებით, ასთენიური ჩივილები და ქრონიკული დაღლილობის სინდრომი შეიძლება როგორც გადატვირთული სამუშაო რეჟიმის, ისე ხანგრძლივი ინერტულობის პერიოდის გამო განვითარდეს.

ამ პირობებში, ადამიანის ორგანიზმი მოდუნებას იწყებს. ჯანმრთელობაზე ზრუნვის დეფიციტი, ქრონიკული ინფექციის კერები და ვიტამინების, მიკრო და მაკროელემენტების ნაკლებობა საბოლოოდ, უარყოფითად მოქმედებს ადამიანის სიცოცხლისა და თავდაცვისუნარიანობის მნიშვნელოვან ინსტრუმენტზე - იმუნიტეტზე. აქვე უნდა აღვნიშნოთ, სამწუხაროდ, წლების განმავლობაში, ადამიანის ჯანმრთელობა თავისთავად არ ძლიერდება და ცვეთისკენ მიდრეკილება ახასიათებს ისევე, როგორც ნებისმიერ ობიექტს დროთა განმავლობაში.

დასუსტებული იმუნური სისტემის ფონზე, რომელზეც მუდმივად მრავალი მავნე ფაქტორი ახდენს ზემოქმედებას, ადამიანი ხშირად ხდება ავად, განიცდის მუდმივად სისუსტეს, შესაძლოა, თავის ტკივილსაც, უქვეითდება სიცოცხლის ხალისი და საბოლოოდ, შეიძლება, მივიდეს ასთენიამდე და ქრონიკულ დაღლილობის სინდრომამდე.

მედიკოსთა ნაწილი განმარტავს, რომ მნიშვნელოვანია ასთენიისა და ქრონიკული დაღლილობის სინდრომის დროული დიაგნოსტირება, რათა ადაპტაციის შემდგომი დარღვევები არ განვითარდეს და უფრო ძლიერი სომატური დაავადებების რისკები არ გაიზარდოს.

არსებობს რეკომენდაციები, რომელიც ასთენიის პრევენციას ემსახურება. მათი ჩამონათვალი ასეთია:

  • აუცილებელია 3 საათში ერთხელ მცირე ულუფა საკვების მიღება. ეს ორგანიზმს საკვებით დაკმაყოფილების უნარის გამომუშავებაში დაეხმარება.
  • რეგულარულად და შეძლებისდაგვარად ფიზიკურად დატვირთვა, მათ შორის ისეთი მარტივი აქტივობა, როგორიც სუფთა ჰაერზე გასეირნებაა.
  • D ვიტამინის მიღება და სისხლში მისი დონის კონტროლი.
  • პერიოდულად, ჯანმრთელობის სრული გამოკვლევა, ვიტამინების, მიკროელემენტებისა და ჰორმონალური პროფილების ჩათვლით, რათა დარღვევების შემთხვევაში, პრობლემა დროულად აღმოიფხვრას.
  • ნებისმიერი დეზადაპტაციის პირობებში, აუცილებელია ორგანიზმში ოპტიმალური ენერგეტიკული ბალანსის შენარჩუნდეს. თუ ადამიანი ჩვეულებრივზე მეტ ან ნაკლებ ენერგიას ხარჯავს, შედეგად კი ქრონიკული დაღლილობის სინდრომი აწუხებს, შეუძლია, მკურნალი ექიმის ჩართულობით და მასთან კონსულტაციის გავლის შემდეგ, მიიღოს, „მილდრონატი კაფსულებში, რომელიც მეტაბოლიზმს დატვირთვის ცვლილებების ადაპტირებისკენ უბიძგებს და ენერგიის მთავარი პროდუცენტების - მიტოქონდრიების - დაცვას უზრუნველყოფს ტოქსიკური, არადაჟანგული პროდუქტებით დაზიანებისგან. ამასთან, ის აღმოფხვრის უჯრედებში ჟანგბადის მიწოდებასა და მოთხოვნილებას შორის შეუსაბამობას. მედიკოსების მიერ აღიარებულია, რომ „მილდრონატი“ მოქმედებს როგორც ენერგიის კორექტორი და ადამიანს ეხმარება გონებრივ და ფიზიკურ დატვირთვასთან გამკლავებაში, განსაკუთრებით, ინფექციური დაავადებების შემდეგ გამოჯანმრთელების პერიოდში.

ამასთან, მედიკოსების რჩევით, ვირუსებისგან და ინფექციებისგან თავდაცვისთვის აუცილებელია, იმუნიტეტის გაძლიერებაზე მეტი აქცენტი გაკეთდეს, რაც როგორც დაბალანსებული კვების, ისე ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვაში გამოიხატება.

სოსო არჩვაძე - ხელისუფლებას აქვს ერთი მკაფიოდ განსაზღვრული ამოცანა - მშვიდობიანად, რაც შეიძლება მინიმალური დანაკარგებით გაიყვანოს ქართული სახელმწიფოებრიობის ხომალდი სამშვიდობოს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.11.2020
ლევან დოლიძე - ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აქტიურობა და ყველა იმ ინიციატიის განხილვა, რაც ჩვენი უსაფრთხოების გაძლიერების ახალ და ეფექტიან მექანიზმებს შექმნის
უსაფრთხოებაზე გამავალი ერთობა: მოსაზრებები, შესაძლებლობები, შეთავაზებები
ირმა ინაშვილი - ჩვენ დამოუკიდებლად ვმოქმედებთ და ვაკეთებთ იმას, რასაც სინდისი გვკარნახობს! (R)
სილქფესტი ფასდაკლებების კვირეულს ხუთი ყველაზე მოთხოვნადი შეთავაზებით უერთდება
Wolt-ის ლურჯი პარასკევი დაიწყო