დავით ბაქრაძე - მიუხედავად იმისა, მოვა თუ არა პრემიერი პარლამენტში, მას და მის ხელისუფლებას ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა აუცილებლად მოუწევთ

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე არ გამორიცხავს, რომ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში არ მივიდეს იმ კითხვებზე პასუხის გასაცემად, რომელიც ახალი კორონავირუსის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას და მოსახლეობის მდგომარეობის შემსუბუქებას ეხება.

დავით ბაქრაძის განცახდებით, „გიორგი გახარიას და მას მის ხელისუფლებას ყველა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა აუცილებლად მოუწევთ“.

„ჩვენ ძალიან ბევრი კითხვა გვქონდა პრემიერ-მინისტრთან, როდესაც პარლამენტში შემოტანილი იყო საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების საკითხი. მაშინ, პარლამენტის და საზოგადოების პატივისცემა მოითხოვდა, რომ საკუთარი კანცელარიის თანამშრომლის ნაცვლად პრემიერი მობრძანებულიყო პარლამენტში, დაესაბუთებინა, რატომ გრძელდება საგანგებო მდგომარეობა, რას სთავაზობენ ქვეყნის მოსახელობას და ამგვარად წარმდგარიყო ანგარშით პარლამენტისა და მთლიანად, საზოგადოების წინაშე. სამწუხაროდ, პრემიერ-მინისტრმა და მთავრობამ ეს გზა არ აირჩია და ორივეჯერ, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დროს პრემიერმა თავი აარიდა პარლამენტში მოსვლას. ამიტომ, ბუნებრივია, ჩვენი შეკითხვები რჩება. ამ კითხვების რაოდენობა ყოველდღიურად მატულობს, როდესაც ვხედავთ მთავრობის მიერ ეკონომიკაში გადადგმულ ნაბიჯებს. ამიტომ, თუ პრემიერი პარლამენტში მოვა რეგლამენტის შესაბამისად, „ევროპულ საქართველოს“ მასთან ძალიან ბევრი კითხვა ექნება. კითხვები, რომელიც უკავშირდება მთავრობის მოქმედებებს, რას აკეთებს ხელისუფლება იმისათვის, რომ მოსახლეობას გაუადვილდეს საგანგებო მდგომარეობით გამოწვეული უმძიმესი შედეგების გადალახვა“, - განაცხადა ბაქრაძემ.

ამასთან, კითხვაზე შესაძლოა, თუ არა გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი ხელისუფლებამ გამოიყენოს და პრემიერ-მინისტრი არ მივიდეს პარლამენტში კითხვების საპასუხოდ, ბაქრაძე პასუხობს, რომ ამას არ გამორიცხავს.

„ჩვენ გვახსოვს მინისტრების მხრიდან მკაფიო დარღვევის შემთხვევები და სამწუხაროდ, გვახსოვს ისიც, რომ ყველა ასეთ შემთხვევაში საპარლამენტო უმრავლესობა პირიქით, ეფარებოდა და იცავდა ასეთ მინისტრებს. ამიტომ, ბუნებრივია, ამას ვერ გამოვრიცხავთ.

ვერ გამოვრიცხავთ, რომ რეგლამენტი ამჯერადაც დაირღვევა, მაგრამ ჩვენი პოლიტიკური პროცესი მაინც გაგრძელდება, მიუხედავად იმისა, მოვა თუ არა პრემიერი პარლამენტში, მას და მის ხელისუფლებას ყველა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა აუცილებლად მოუწევთ“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა